ქართველი ლეგიონერები ევროპულ ჩემპიონატებში – ცხოვრებაძის სამი გოლი გერმანიის ბუნდესლიგაში

განახლდა ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატები და ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი  მატჩები ჩაატარეს.

გერმანიის ბუნდესლიგაში „გუმერსბახმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 36:29 დაამარცხა. „გუმერსბახის“ შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი ცხოვრებაძემ, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და ორი ასისტი მიითვალა.

„გუმერსბახი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში „კონსტანტა“ 27:26 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ირაკლი კბილაშვილი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, როდესაც ანგარიში 26:26 იყო, კბილაშვილმა მეტოქის კარს შეუტია, მასზე დაჯარიმდნენ და „კონსტანცას“ კარში შვიდმეტრიანი დარტყმა დაინიშა, რომელიც რადუ კრისტიან გიტამ ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„კონსტანცას“ შემადგენლობაში ითამაშა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ერთი გოლის გატანა მოახერხა.

სერბეთის ჩემპიონატში „მეტალოპლასტიკამ“ საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდა“ 36:27 დაამრცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში მირიან გავაშელიშვილმა ერთი ასისტი მიითვალა.

განახლდა ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატიც, სადაც „ოჰრიდმა“ გასვლით მატჩში „ბისინოვი“ 35:29 დაამარცხა – სტუმართა შემადგენლობაში ერთი გოლი საქართველოს ნაკრების წევრის, თეიმურაზ ორჯონიკიძის ანგარიშზეა.

Leave a Reply