ქართველი ვეტერანი ხელბურთელები ლევილის ისტორიულ მამულში

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება, რომელიც საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის მეხუთე კვირაში ქართველმა ხელბურთელებმა ლევან გელაშვილმა და შოთა თევზაძემ ჩაატარეს მასტერკლასი. თამაშებთან ერთად მათ ისაუბრეს ქართული ხელბურთის ისტორიასა და ბოლოდროინდელ მიღწევებზე.

საერთო ჯამში ფესტივალში 700-მდე სპორტსმენი და ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.

#იცხოვრეხელბურთით#იყავიმონდომებული#georgianhandball

Leave a Reply