სიახლეები
ქართველი დელეგატი ჩემპიონთა თასის ფინალზე
პლაჟის ხელბურთის საკლუბო სეზონი დასრულდა კატანიაში, იტალია, სადაც გაიმართ ჩემპიონთა თასის ფინალი.
კაცთა შორის ჯილდო მოიგო ზაგრები დეტონომ, ვინც ფინალში დაამარცხა რუსეთის ეკატერინოდარი, მესამე იყო უნგრეთის ლინმარი.
ქალთა ტურნირის ფინალში უნგრეთის სენტენდრეიმ მოუგო პორტუგალიის ლეკას.
ჩემპიონთა თასზე მუშაობდა ქართველი დელეგატი, ლევან გელაშვილი. მან იმსაჯა ქალთა ტურნირის ბრინჯაოს ფინალიც, სადაც ნორვეგიის აკერმა დაამარცხა ესპანეთის ალხესირასი.