ქართველების კლუბი პლეიაუტში ითამაშებს
მაკედონიაში რეგულარული სეზონი ხელბურთელმა კაცებმაც დაასრულეს. რევაზ ჭანტურიას, გიორგი დიხამინჯიასა და ლექსო წითელიშვილის გუნდი, სტრუგა მეექვსე ადგილზე გავიდა და პრძოლას პლეი-აუტში გააგრძელებს.
ბოლო მატჩში სტრუგა 19-21 დამარცხდა ბუტელთან, წითელიშვილმა 4 გოლი გაიტანა, დიხამინჯიამ – 1. მეორე ეტაპზე 4 საუკეთესო გუნდს დაემატებია სკოპიეს ვარდარი და მეტალურგი და ეს ექვსეული ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მეორე ექვსეული კი მე-7-12 ადილებისთვის.
სულ რეგულარული სეზონის 18 მატჩში წითელიშვილმა 60 გოლი გაიტანა, დიხამინჯიამ – 57, ჭანტურია კი სტრუგაში პელისტერიდან გადავიდა და 4 მატჩში 10 გოლი შეაგდო. წითელიშვილი და დიხამინჯია სამ-სამჯერ მოხვდნენ ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ჭანტურია – ერთხელ. გარდა ამისა, გიორგი დიხამინჯია გამოკითხვის შედეგად ორჯერ დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშედ.
მაკედონიის სუპერლიგა. პირველი ეტაპი. 18/18 ტურის შემდეგ. 1. ეუროფარმ რაბოტნიკი 52 ქულა – 2. პელისტერი 41 – 3. ბუტელ სკოპიე 39 – 4. პროლეტი 37 –– 5. ოჰრიდი 33 – 6. სტრუგა 28 – 7. რადოვიში 15 – 8. ვარდარ ჯუნიორი 12 – 9. პრილეპი 10 –– 10. ბორეცი 0