ქალთა ჩემპიონატს ფოთი და ყვარელი ლიდერობენ

სენაკში გაიმართა ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ორი მატჩი ხელბურთში. ფოთის ოქროს ვერძმა 25-8 დაამარცხა აჭარის გუნდი, ხოლო აჭარელები ასევე დამარცხდნენ წყალტუბოსთან – 6-23. წინადღით ფოთმა მოუგო წყალტუბოს, 15-14 და 4 ქულა დაუგროვდა.

შედეგად, ოქროს ვერძი ყვარლის გუნდთან ლიდერობს ჩემპიონატს, რომელშიაც 2 ტურია გამართული. მე-3-5 ტურები გაიმართება უკვე 2017 წელს – დასავლეთ საქართველოს 3 გუნდი შეხვდება აღმოსავლეთის სამეულს და პირველი წრეც დასრულდება. საბოლოოდ, რეგულარული სეზონი გამოავლენს 4 საუკეთესო გუნდს, რომელიც ჩემპიონობისთვის ფინალური ოთხეულის ფორმატით, პლეიოფს ითამაშებს.

ქალთა ეროვნული ჩემპიონატი 2006 წლის შემდეგ, 2015-16 სეზონში აღდგა. მოქმედი ჩემპიონია თბილისის პეგასი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ქალები

სენაკი, 26 დეკემბერი

ფოთი-აჭარა 25-8

აჭარა-წყალტუბო 6-23

25 დეკ. წყალტუბო-ფოთი 14-15

—————–თ–მ–ფ–წ——ბ—-ქ

ფოთი———-2—2—0—0—40-22–4

ყვარელი——2—2—0—0—63-50–4

წყალტუბო—-2—1—0—1—37-21–2

პეგასი———-2—1—0—1—51-58–2

მამული——–2—0—0—2—56-62–0

აჭარა ———-2—0—0—2—14-48–0

არენა 1. 10 დეკ. ყვარელი – პეგასი 31-21, 11 დეკ. მამული – ყვარელი 29-32, 12 დეკ. პეგასი – მამული 30-27

Leave a Reply