ქალთა ევროტურნირების დებიუტი საქართველოში

19 და 20 ნოემბერს ხელბურთის კლუბ მამულის ქალთა გუნდს დებიუტი აქვს ევროტურნირებზე და სპორტის სასახლეში ორჯერ ხვდება ჩეხეთის ქალაქ ოსტრავის კლუბს, სოკოლ პორუბას ჩელენჯ კაპის მეთექვმეტედფინალში. 

ჩელენჯ კაპი რანგით მესამე ევროტურნირია ჩემპიონთა ლიგისა და EHF თასის შემდეგ. შეჯიბრება 2000 წლიდან იმართება, იქამდე კი, 1992-2000 წლებში ქალაქების თასი ერქვა. შეჯიბრების ფორმატი თვიდან ბოლომდე პლეიოფია – 2 მატჩი შინ და სტუმრად, თუმცა, საწყის ეტაპზე ხშირად ხდება, რომ ურთიერთშეთანხმებით, ორივე მატჩი ერთი გუნდის მოედანზე იმართება.

საქართველოს ქალთა კლუბმა ევროტურნირებზე ბოლოს 2001 წელს ითამაშა, მამულ-სოკოლის მატჩები კი იმითაა აღსანიშნავი, რომ ეს ქალთა ევროტურნირის პირველი თამაშებია საქართველოში. აქამდე ჩვენ ქალთა კლუბებს საკუთარ მოედანზე არ უასპარეზიათ და ორივე მატჩს სტუმრად მართავდნენ ხოლმე. ასეთივე სურვილი ჰქონდა ჩეხურ კლუბსაც, მაგრამ უარის შემდეგ თავადვე შემოგვთვაზეს, მაშინ ორივე მატჩი თბილისში ვითამაშოთო.

თბილისის მამული საქართველოს 2014 წლის ჩემპიონია, 2015 წლის ვერცხლისა და 2016 წლის ბრინჯაოს პრიზიორი. ჩელენჯ კაპისთვის გუნდი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტდა.

ელიზბარ არსენაშვილი, კლუბის პრეზიდენტი: – თუ არ ჩავთვლით მოთამაშე-მწვრთნელ ინა ჭკუასელს, გუნდის ყველაზე უფროსი წევრი 18 წლისაა და ეს ყველასთვის პირველი ოფიციალური მატჩია ქალთა შორის, აქამდე ისინი მხოლოდ გოგონათა ტურნირებში გამოდიოდნენ.  როდესაც ჩელენჯ კაპზე თამაშის გადაწყვეტილება მივიღეთ, გავითვალისწინეთ, რომ მალე ამ გოგონებს საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით მოუწევთ თამაში და აუცილებელია, აქედანვე დააგროვონ მოზრდილთა ტურნირებში თამაშის გამოცდილება.

ჩელენჯ კაპის ბოლო მფლობელია ესპანეთის გრან კანარია, რომელიც ამ გათამაშებაშიც მონაწილეობს. მამული და სოკოლი ასპარეზობას მეთექვსმეტედფინალიდან იწყებენ. 12-13 ნოემბერს უკვე გამოვლინდა 4 მერვედფინალისტი, ექვსმა წყვილმა პირველი მატჩი გამართა, და საპასუხო თამაშები 19-20 ნოემბერს ექნება, ამავე დღეებში კი კიდევ 7 წყვილი გაარკვევს ურთიერთობას. შეჯიბრება მერვედფინალიდან უკვე 2017 წელს განახლდება.

მამულის მეტოქე, სოკოლ პორუბა, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავის პორუბას უბანს წარმოადგენს. გამოდის ე.წ ინტერლიგაში, სადაც ჩეხეთისა და სლოვაკეთის 13 საუკეთესო კლუბი თამაშობს და 10 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა. სოკოლმა ბოლო ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო ჩელენჯ კაპზე საუკეთესო შედეგი 2014-15 წლების სეზონში ჰქონდა, როცა მეოთხედფინალამდე გააღწია. შინაურ ასპარეზზე სოკოლი 2012 წლის ჩემპიონია, 2013 და 2015 წლებში მეორე ადგილი დაიკავა, 2014 წელს – მესამე და ჩეხეთის თასის ოთხგზის ფინალისტია. დღევანდელ შემადგენლობაში ჩეხი და სლოვაკი ხელბურთელები თამაშობენ.

თბილისის მამული მეხუთე ქალთა კლუბია საქართველოდან, რომელიც ევროტურნირებში ასპარეზობს, ოღონდ, ეს უკანასკნელად 2001 წელს მოხდა, როდესაც თბილისის მართვემ ითამაშა EHF თასზე.

ოთხივე კლუბმა, თბილისის მართვემ, უნივერსიტეტმა, ქუთაისმა და ფოთის კოლხეთმა, 1994-2001 წლებში  ყველა მატჩი მეტოქის მოედანზე გამართა. 1998-99 სეზონში, თბილისის მართვემ ჩემპიონთა ლიგის ერთი რაუნდი გაიარა და წინასწარ ეტაპზე, ორი მატჩის ჯამში დაამარცხა კვიპროსის კიფრიასი. 1995-96 სეზონში ქალაქების თასზე მერვედფინალამდე მივიდა თბილისის უნივრსიტეტის გუნდი, თუმცა, მეთექვსმეტედფინალში მისმა მეტოქემ, ბელგიის ანტვერპენმა თამაშებზე უარი თქვა. 1995-96 სეზონში, თასების მფლობელთა თასზე უნდა გამოსულიყო ჩვენი კიდევ ერთი ქალთა კლუბი, თბილისი, მაგრამ მისი მეტოქე, იტალიიის რიმინი მერვედფინალში უთამაშებლად გავიდა.

ხელბურთი. ქალთა ჩელენჯ კაპი 2016-17. 1/16 ფინალი

სოკოლ პორუბა (ჩეხ) – მამული თბილისი (საქ)

19, 20 ნოემბერი, თბილისის სპორტის სასახლე, 16:00

მსაჯები: მარინა დუპლიი, ოლენა კოვერინა (უკრ)

EHF დელეგატი: რემუს კოჟოკარუ (რუმ)

მამული

GK 12. ანა ვარდიშვილი (1999), 16. ქრისტინე ჯავახია (1998), 22. მარიამ ჩაჩუა (1999)

LW 10. თამარ კუპატაძე (1998) 9. თათია გადელია (1998)

LB 29. ქეთი კუნელაშვილი (1999) 7. თინა ქიტესაშვილი (1999), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002)

CB 19. ანა ყველაშვილი (1999), 14. მარია ლისენკო (1998)

RB 28. ინა ჭკუასელი (1985), 31. კატერინა ესმანოვიჩი (1999) 

RW 18. ქეთევან ვენეცკი (1998), 23. ნინო გაგნიძე (2002) 

P 17. მედეა ჩოხელი (1999), 24. ჯულია ჩირგაძე (2001)

მთ. მწვრთნელი გიორგი გვაზავა, გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი

ექიმი გურამ ადამია, პრეზიდენტი ელიზბარ არსენაშვილი

სოკოლ პორუბა (ოსტრავა, ჩეხეთი)

GK 2. მარკეტა დოლაკოვა (1989), 1. ლენკა როჰაჩკოვა (1992), 16. ჰანა მუჩკოვა (1998)

LW 24. მარია რევაიოვა (1991), 10. მიხაელა სეკულოვა (1985)

LB 18. შარკა მარჩიკოვა (1992)

CB 4. ბარბორა მილკოვა (1990)

RB 27. ალიცა კოსტელნა (1995), 11. ლეონა შვირაკოვა (1991), 13. სილვიე პოლაშკოვა (1998)

RW 14. ალჟბეტა რეხტორისოვა (1988), 9. ჰანა მაივაელდეროვა (1993), 8. დიანა ტომაშეჩოვა (19942)

P 3. ნიკოლა ვარმუჟოვა (1996), 17. ევა მინარჩიკოვა (1992), 6. მიხაელა კონეჩნა (1998)

მთ. მწვრთნელი: პეტერ ოლშავსკი, მწვრთნელი მარტინ ჰორილი

გუნდის ლიდერი ტომაშ კოლმაიერიექიმი ზდენეკ გურჟანი, მიან უჰერი

შესარჩევი წრე, 15-22 ოქტომბერი

ილიძა (ბოს) – ზაგნოსსფორი (თურ) 23-33, 16-37

დორბირნი (ავს) – მადეირა (პორ) 34-36, 20-30

ფერარა არიოსტო (იტა) – თიუნი (შვც) 24-28, 17-34

კუმანოვო (მკდ) – ალკობენდასი (ესპ) 17-23, 15-31

1/16 ფინალი. 12-13 ნოემბერს

ვირტო კინტუსი (ჰოლ) – მირა პრიედორი (ბოს) 46-19, 44-21 ჰოლანდიაში

ფემინა ვიზე (ბელ)- აბუ ბაქო (აზე) 16-26, 20-24 აზერბაიჯანში

მაკაბი რამათ-განი (ისრ) – შჩიპონა (კოს) 31-30, 28-29 კოსოვოში

12-13/19-20 ნოემბერს, მიმოსვლით

შტოკერაუ (ავს)- ელბ-ლაგი (პოლ) 17-28,

არდაშენი (თურ) – დანილოვგრადი (მნტ) 30-23,

ჰოორსი (შვდ) – სუასო (ესპ) 31-25,

სვილენგრადი (ბულ) – ვარდარ ჯუნიორი (მკდ) 17-24,

მადეირა (პორ) – ლოკომოტივა ზაგრები (ხორ) 24-29,

ჰელვეცია ალკობენდასი (ესპ) – კოლეჟიო დე გაია (პორ) 25-21,

19-20 ნოემბერს

სოკოლ პორუბა (ჩეხ) – მამული თბილისი (საქ) საქართველოში

ცუგი (შვც) – ოლიმპია (ბრი) ბრიტანეთში

ჰიფკ (ფინ) – გრან კანარია (ესპ) ესპანეთში

ჰაუკარი (ისლ) – სალერნო (იტა) იტალიაში

აიდოვშჩინა (სლნ) –ზაგნოსპორი (თურ) თურქეთში

კარპატი უჟგოროდი (უკრ) – თიუნი (შვც) უკრაინაში

დნეპრიანკა ხერსონი (უკრ) – ატლეტიკო გარდესი (ესპ) ესპანეთში

ქალთა ჩელენჯ კაპის ფინალები

2015-16 გრან კანარია(ესპ) – კასტამონუ (თურ) 29-25, 33-29

2014-15 ბიგანოს-ბეგლი (საფ) – პოგონ შჩეცინი (პოლ) 21-20, 28-24

2013-14 H-65 ჰოორსი (შვდ) – ისი პარი (შაფ) 19-21, 23-21

2012-13 ბანიკ მოსტი (ჩეხ) – სამობორი (ხორ) 20-24, 26-17

2011-12 ლე ავრი (საფ) – მურატფაშა (თურ) 36-27, 27-30

2010-11 ბიგანოს-ბეგლი (საფ) –  მურატფაშა (თურ) 31-26, 30-29

2009-10 ბუქსტეჰუდერი (გერ) – გიოპინგენი (გერ) 40-28, 28-26

2008-09 ნიმი (საფ) – ტიურინგერი (გერ) 26-22, 30-25

2007-08 ოლდენბურგი (გერ) – მერინიაკი (საფ) 31-25, 29-26

2006-07 ნაისა ნისი (სრბ) – უნივერსიტატია კლუჟი (რუმ) 23-32, 30-21

2005-06 ბრაშოვი (რუმ) – კონსტანცა (რუ) 30-22, 25-24

2004-05 ბაიერ ლევერკუზენი (გერ) – დიჟონი (საფ) 27-28, 25-22

2003-04  ნიურნბერგი (გერ) – უნივერსიტატია დევა (რუმ) 29-23, 29-33

2002-03 ბორუსია დორტმუნდი (გერ) – ბაია მარე (რუმ) 24-16, 21-27

2001-02 უნივერსიტატია დევა (რუმ) – ბუქსტეჰუდერი (გერ) 33-23. 31-25

2000-01 ნიმი (საფ) – სპლიტ კალტენბერგი (ხორ) 22-18, 18-16

საქართველოს ქალთა კლუბები ევროტურნირებზე

მართვე თბილისი

ჩემპიონთა ლიგა, 1998-99

წინასწარი ეტაპი. მართვე – კიფრიასი (კვი) 19-20, 27-19

1/16 ფინალი. მართვე – ლაიპციგი (გერ) 10-41, 11-45

ჩემპიონთა ლიგა, 1999-00

1/16 ფინალი. მართვე – ბუდუჩნოსტი (იუგ) 10-52, 10-45

EHF თასი, 2000-01

1 რაუნდი. მართვე – ედინსტვო ტუზლა (ბოს) 19-30, 25-28

EHF თასი, 2001-02

1 რაუნდი. მართვე – ინიცია ჰასელტი (ბელ) 17-22, 21-24

ქუთაისი

თასების თასი, 1996-97

1/16 ფინალი. ქუთაისი – ბაია მარე (რუმ) 10-51, 8-45

კოლხეთი ფოთი

თასების თასი, 1994-95

1/16 ფინალი. ფოთი – როდოვრე (დან) 13-33, 9-37

EHF თასი, 1995-96

1/16 ფინალი. ფოთი – ესქიშეჰირი (თურ) 13-30, 11-35

EHF თასი, 1996-97

1/16 ფინალი. ფოთი – ვალენსია (ესპ) 6-48, 14-46

თასების თასი, 2000-01

1/16 ფინალი. ფოთი – შტოკერაუ (ავს) 14-38, 18-38

უნივერსიტეტი თბილისი

ქალაქების თასი, 1995-96

1/8 ფინალი. უნივერსიტეტი – ფრედრიკსბერგი (დან) 13-55, 5-66

Leave a Reply