ფრე გერმანულ-ფრანგულ დუელში
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ორი მატჩი მოლოდნელი შედეგით დასრულდა: ფავორიტი, პარი სენ ჟერმენი შინ დამარცხდა გერმანულ ფლენზბურგთან, ხოლო გერმანიის საუკეთესო გუნდი, კილი საკუთარ მოედანზე განადგურდა ფრანგულ ნანტთან.
პარი სენ ჟერმენმა კილში გაუშვა ნორვეგიელი ვარსკვლავი სანდერ საგოსენი, ვეტერანი ლუკ აბალო კი ელვერუმში გადავიდა. კლუბმა ვარდარიდან აიყვანა ლატვიელი ცაცია დაინის კრიშტოპანსი (214 სმ). ფლენზბურგთან პსჟ თითქოს უპრობლემოდ იგებდა – 18-14 შესვენებაზე და 23-18 37-ე წუთზე, მაგრამ სირენამდე 13 წუთით ადრე მარიუს შტაინჰაუზერმა გაათანაბრა (24-24). ამის შემდეგ ფლენზბურგი ოთხჯერ ერთი ბურთით წინ იყო და სენ ჟერმენმა ოთხჯერ გაათანაბრა, მაგრამ ჯიმ გოტფრიდსონის ბოლო გოლს ვერაფრით უპასუხა. გერმანულმა კლუბმა მოიგო – 29-28.
აი კილი კი ერთადერთხელ, პირველი გოლის შემდეგ დაწინაურდა ნანტთან და შემდეგ სულ აგებდა. მე-40 წუთზე მასპინძლებმა ორამდე შეამცირეს სხვაობა (19-21), მაგრამ აქვე ზედიზედ გაუშვეს 5 გოლი – 19-26 და საბოლოოდ 27-35. ფრანგულ კლუბში 10 გოლი გაიტანა ვეტერანმა ესპანელმა ვალერო რივერამ, ხოლო დანიელმა მეკარემ ემილ ნილსენმა 12 დარტყმა მოიგერია.
ერთი მატჩი, ვარდარი-ელვერუმი ამ ტურშიც გადაიდო. მესამე ტური მომდევნო ოთხშაბათს და ხუთშაბათსაა.
EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპის 2 ტური, 23-24 სექტემბერი
1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში
A ჯგუფი: ფლენზბურგი 4, კელცე 2, ელვერუმი 2 (1), პორტუ 2, მეშკოვი 2, პსჟ 0 (1 მატჩი), ვარდარი 0 (1), სეგედი 0 (1)
კელცე (პოლ) – სეგედი (უნგ) 26-23
ა. დუიშებაევი 8, კარაჩიჩი 4, ვოლფი (13 სეივი) – კანელასი 11, მიკლერი (11)
პსჟ (საფ) – ფლენზბურგი (გერ) 28-29
ლ. კარაბატიჩი 5, ჰანსები 4, სოლე 4 – ვანე 8, შტაინჰაუზერი 5, გოტფრიდსონი 4
პორტუ (პორ) – მეშკოვ–ბრესტი (ბლრ) 27-25
არეია 5, მიტრევსკი (13) – პანიჩი 8, პეშიჩი (12)
ვარდარი (მკდ) – ელვერუმი (ნორ) გადაიდო
3 ტური. 30 სექ: მეშკოვი-პსჟ, ფლენზბურგი-პორტუ, 1 ოქტ: სეგედი-ვარდარი, ელვერუმი-კელცე
B ჯგუფი: ბარსა 4, ვესპრემი 4, ოლბორგი 4, ნანტი 2, კილი 2, ცელიე 0, მოტორი 0, ზაგრები 0
ოლბორგი (დან) – მოტორ ზაპოროჟია (უკრ) 38-29
ზანდელი 7, ქრისტენსენი 7, სამუელსონი 7 – მალაშინსკასი 5, ორბოვიჩი 5
კილი (გერ) – ნანტი (საფ) 27-35
პეკელერი 4, საგოსენი 4 – რივერა 10, ფიგერასი 6, ნილსენი (12)
ვესპრემი (უნგ) – ზაგრები (ხორ) 37-25
ფატი 6, ნენადიჩი 5 – ჰრსტიჩი 6
ბარსა (ესპ) – ცელიე (სლნ) 42-28
იანცი 7, გომესი 6, მორტენსენი 5, მემი 5 – ნოვაკი 7
3 ტური. 30 სექ: მოტორი-ვესპრემი, ზაგრები – ოლბორგი 1 ოქტ: ცელიე – კილი, ნანტი – ბარსელონა