ფოთის “ოქროს ვერძი” გოგონათა ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

17 მაისს დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის. 16 მაისს გაიმართა ნახევარფინალები, სადაც ოქროს ვერძმა დაამარცხა მართვე (26-15), ხოლო ბსგ ბათუმმა მოუგო ფსოუს (33-28).

მესამე ადგილის მატჩში ერთმანეთს მართვე და ფსოუ დაუპირისპირდნენ, სადაც ფსოუმ თორმეტბურთიანი სხვაობით დაამარცხა მართვე (30-18). ფინალში კი ერთმანეთს ოქროს ვერძი და ბსგ ხვდებოდნენ, რომლის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოს ფოთელებმა ხუთბურთიანი სხვაობით (24-19) დაამარცხეს ბათუმელები და კიდევ ერთი ტიტული მოიპოვეს.

საბოლოო მდგომარეობა:

🥇 ოქროს ვერძი (ფოთი)

🥈 ბსგ (ბათუმი)

🥉 ფსოუ (თბილისი)

შაბათ-კვირაა გაიმართება 2010-11 წლებში დაბადებულ გოგონათა დასკვნითი ტური, სადაც გაირკვევა ჩემპიონატის პრიზიორები.

#იცხოვრეხელბურთით#იყავიმონდომებული#georgianhandball#girls2008x09#season2023x2024#girls

Leave a Reply