ფინალში ხორვატია და ესპანეთი გავიდნენ
ხორვატიამ ორი დამატებითი დროის შემდეგ, ბოლო წამებზე 29-28 დაამარცხა ნორვეგია და ევროპის ჩემპიონატის ფინალში, კვირას, მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს ეთამაშება. ესპანეთმა 34-32 მოუგო სლოვენიას. დღეს სტოკჰოლმში ბრინჯაოს ფინალია.
ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი
24 იანვარი, ნახევარფინალი. სტოკჰოლმი, შვედეთი. ტელე 2 არენა, 16 573 მაყურებელი
ნორვეგია – ხორვატია 28-29 (23-23, 26-26)
https://www.youtube.com/watch?v=34Ym2Q6wRxQ
ნორ: ბერგერუდი 14/42 – საგოსენი 10, გულერუდი 4, იოჰანესენი 4, ტანგენი 4, იონდალი 2, ბიორნსენი 2, ოსალივანი 1, რაინკინდი 1, ოვერბიუ, გულიქსენი
ხორ: შეგო 11/32, აშანინი 2/4 – დუვნიაკი 8, მარიჩი 6, ჰორვატი 4, შტეპანჩიჩი 3, კარაჩიჩი 2, მანდიჩი 2, მატანოვიჩი 2, ცინდრიჩი 1, მუსა 1, მამიჩი, ჰრსტიჩი, შიპიჩი, ბროზოვიჩი
პირველ ტაიმში უპირატესობა ხორვატებს ჰქონდათ. ისინი კარგად ბრუნდებოდნენ დაცვაში, რითაც ნორვეგიას შეტევაში სწრაფი გადასვლის საშუალება მოუსპეს, თავად კი კარგად ურთიერთქმედებდნენ ხაზის მოთამაშე მარინო მარიჩთან, რომლის ხუთივე დარტყმა ზუსტი იყო. ნორვეგიელთა ლიდერი, სანდერ საგოსენი ფაქტიურად მარტო იბრძოდა – 10-12.
მოგვიანებით კარგად ჩაერთვნენ თამაშში ტანგენი, იოჰანესენი და გულერუდი, მაგრამ ნორვეგიას მაინც დაუდგა კრიტიკული მომენტი: 36-ე წუთზე იგორ კარაჩიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა და სხვაობა ოთხამდე უნდა გაეზარდა, თუმცა, ბერგერუდმა აუღო და 6 წუთში წინ უკვე ნორვეგია იყო – 17-16.
ხორვატთა ლიდერმა, დომაგოი დუვნიაკმა 45-ე წუთზე ისევ წინ გაიყვანა თავისიანები, 19-17, მაგრამ მალე მათ დაუდგათ მძიმე პერიოდი: 55-ე წუთზე ნორვეგიაა 22-21 ლიდერობდა და საგოსენი შვიდმეტრიანის ნიშნულზე იდგა, მაგრამ დარტყმა ხორვატთა მეორე მეკარემ, აშანინმა აიღო და ძირითადის დროის ბოლომდე იონდალის პენალტიც მოიგერია. გათანაბრება უკვე ნორვეგიას მოუხდა – სირენამდე 27 წამით ადრე იონდალმა კუთხიდან გაიტანა – 23-23 და დამატებითი 10 წუთი დაინიშნა.
70 წუთის დასრულებამდე 12 წამით ადრე დუვნიაკმა შვიდმეტრიანი გამოიმუშავა და თავად გაიტანა: 26-26, ინიშნება მეორე ოვერტაიმი, 75-ე წუთზე უკვე ნორვეგიელი ბიორნსენი ათანაბრებს და ამის შემდეგ 5 წუთი გოლი აღარ გასულა. მე-80 წუთზე, დასრულებამდე 13 წამით ადრე იოჰანესენის დარტყმას მეკარე შეგო იგერიებს, ხორვატია სწრაფ შეტევაში გადადის და ჟელკო მუსას 6 მეტრიდან გამარჯვების გოლიგააქვს: 29-28.
ესპანეთი -სლოვენია 34-32
https://www.youtube.com/watch?v=EWlpz49voag
ესპ: პერესი 9/40 – ენტრერიოსი 6, ა. დუიშებაევი 6, ფერნანდესი 6, გომესი 4, სარმიენტო 3, აგინაგალდე 2, სოლე 2, მაკედა 2, გვარდიოლა 2, მოროსი 1, კანელასი, არინო, გონი
სლნ: ფერლინი 7/32, კასტელიჩი 2/8 – დოლენეცი 7, იანცი 6, ბლაგოტინშეკი 5, ცინგესარი 4, მაცკოვშეკი 3, ბომბაჩი 2, ზარაბეცი 2, კოდრინი 1, ცეჰტე 1, ჰენიგმანი 1, ჰორზენი, ზაბიჩი, შოშტარიჩი
სლოვენია უკანასკნელად მე-14 წუთზე დაწინაურდა (7-6) და მეჩვიდმეტეზე გაათანაბრა (8-8). ამის შემდეგ ესპანეთის უპირატესობა აშკარა გახდა და შესვენებამდე სხვაობამ 5 ბურთს უწია: 20-15. დასრულებამდე 6 წუთით ადრე ევროპის 2018 წლის ჩემპიონს ეს 5 ბურთი ისევ მარაგში ჰქონდა (32-37), მაგრამ 59-ე წუთის ბოლოს დოლენეცმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა: 32-33. ესპანელებს ბოლო შეტევა ჰქონდათ, რომელიც დუიშებაევმა 9 მეტრიდან დაასრულა – 34-32.
დღეს სტოკჰოლმში 2 მატჩია: მეხუთე ადგილისთვის გერმანია და პორტუგალია თამაშობენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის – ნორვეგია და სლოვენია. ორივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სილკ-3-ზე იქნება, ხოლო კვირის ფინალს, ესპანეთსა და ხორვატიას შორის, საღამოს რვის ნახევრიდან სილკ უნივერსალზე იხილავთ.
24 იანვარი. ყველა ვიდეო: https://www.youtube.com/user/ehfeuro/videos
25 იანვარი
19:00 მე-5-6 ადგ. გერმანია – პორტუგალია (სილკ 3)
21:30 მე-3 ადგილისთვის. ნორვეგია – სლოვენია (სილკ 3)
26 იანვარი
19:30 ფინალი. ხორვატია – ესპანეთი (სილკ უნივერსალი)