ფინალური ოთხეული თითქმის გაირკვა
ხელბურთის ქალთა ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალის პირველი მატჩები გაიმართა. ოთხი წყვილიდან სამში ერთი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, ხოლო რუმინეთის ბუქარესტმა წლევანდელ სეზონში პირველი დამარცხება აგემა რუსეთის როსტოვს – 26-25. საპასუხო მატჩები 9-10 აპრილს გაიმართება.
როსტოვმა, რომელიც რუსეთის ნაკრების საბაზო გუნდია, წლევანდელ ლიგაზე 11 მატჩი მოიგო და 1 ფრედ ითამაშა, მაგრამ დამარცხდა პლეიოფის პირველივე შეხვედრაში. 4500 მაყურებლის მხარდაჭერით ბუქარესტი 22-18 იგებდა, მაგრამ რუსებმა, ილინას წინამძღოლობით, ანგარიში გაათანაბრეს – 25-25. მასპინძელთა ბოლო გოლი ბრაზილიელმა ანა პაულა როდრიგესმა შეაგდო (26-25), ამის შემდეგ ბუქარესტის ხორვატმა მეკარემ ელენა გრუბიშიჩმა მოიგერია ილინას შვიდმეტრიანი და ბოლო წამებზე მეკარესთნ პირისპირ გაუშვა მანეა, მაგრამ მას უკვე როსტოვის ნორვეგიელმა კიპერმა, კატრინ ლუნდემ აუღო. ყველაფერი როსტოვში გადაწყდება, 9 აპრილს.
ბუქარესტის მსგავსად, უცხოელი ვარსკვლავები არ აკლია მეორე რუმინულ კლუბს, ბაია მარეს, მაგრამ ისინი შინ დამარცხდნენ ლიგის მოქმედ ჩემპიონთან, მონტენეგროს ბუდუჩნოსტთან (24-29) და ვერაფერი გააწყვეს მეტოქის რუმინელ ლიდერთან, ქრისტინა ნიაგუსთან (8 გოლი).
ფინალურ ოთხეულში თითქმის გასულია 2013 და 2014 წლების გამარჯვებული დიორი ეტო, რომელმაც უნგრულ დერბიში 31-18 გაანადგურა ფერენცვაროში.
დაბოლოს, მაკედონიის ვარდარის ინტერნაციონალურმა გუნდმა ძალიან ცუდი დღე დააწია ყველაფრის ჩემპიონის, ნორვეგიის ნაკრების ძირითად ბაზას, ლარვიკს – 34-20. 9-10 აპრილს საპასუხო მატჩებია, ხოლო 7-8 მაისს ოთხთა ფინალია ბუქარესტში, ლასლო პაპის არენაზე.
მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-13
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16, ქალები
მეოთხედფინალის პირველი მატჩები (31 აპრილი-2 მაისი)
ბუქარესტი (რუმ) – როსტოვი (რუს) 26-25 (საპასუხო 9 აპრილს)
მარტინი 6, ტორსტენსონი 5 – ილინა 9, სენი 5
ბაია მარე (რუმ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 24-29 (10 აპრილი)
პინო 7 – ნიაგუ 8, პეტროვიჩი 7, მეჰმედოვიჩი 5
ფერენცვაროში (უნგ) – დიორი ეტო (უნგ) 18-31 (9 აპრილი)
პენია, სუჩანსკი 4 – ამორიმი, ლოკე 6, ხროოტი 5
ვარდარი (მკდ) – ლარვიკი (ნორ) 34-20 (10 აპრილი)
პენეზიჩი 8, ლაზოვიჩი 6, რადიჩევიჩი 5 – ნ. მორკი 6, თ. მორკი 4
ფინალური ოთხეული – ბუდაპეშტში, 7-8 მაისს