ურეკის თასი ქუთაისმა და ყვარელმა მოიგეს

ურეკში გაიმართა პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტურის პირველი შეჯიბრება, ურეკის თასი 2019. კაცებში გაიმარჯვა ქუთაისის გუნდმა, ქალებში – ყვარელმა. 

კაცებში 5 გუნდი შეიკრიბა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ქუთაისი და გორი. ორივეს 3-3 მოგება ჰქონდა, გუნდებმა მოიგეს თითო გეიმი (1-1), ბულიტების სერიაში მეტოქეს ქუთაისმა აჯობა, საბოლოოდ, 2-1. მესამე ადგილზე გავიდა სამტრედიის გუნდი, შემდეგ – ფოთი და წყალტუბო.

ქალებში ეროვნული ტურის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ყვარლის გუნდმა, რომელშიც თამაშობდნენ ეროვნული ნაკრების წევრები, კუნელაშვილი და ჩოხელი, 2-0 დაამარხა ქვეყნის ჩემპიონი კლასიკურ ხელბურთში, ფოთის ოქროს ვერძი. მესამე ადგილზე გავიდა წყალტუბო, მეოთხეზე – გორი.

პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტური – 2019

პირველი ეტაპი, ურეკის თასი. 13-14 ივლისი

კაცები

გორი – ფოთი 2-0, ქუთაისი – სამტრედია 2-0, ფოთი – წყალტუბო 2-1, გორი – სამტრედია 2-0, ქუთაისი – წყალტუბო  2-0, ქუთაისი – ფოთი 2-0, სამტრედია – წყალტუბო 2-0, გორი – წყალტუბო 2-0, სამტრედია – ფოთი 2-0, ქუთაისი – გორი 2-1

1.ქუთაისი 4 მოგება, 2. გორი 3, 3. სამტრედია 2, 4. ფოთი 1, 5. წყალტუბო 0

ქალები

ყვარელი -გორი 2-0, ფოთი – წყალტუბო 2-0, ფოთი – გორი 2-0, ყვარელი – წყალტუბო 2-0, წყალტუბო – გორი 2-0, ყვარელი – ფოთი 2-0

1.ყვარელი 3 მოგება 2. ფოთი 2, 3. წყალტუბო 1, 4. გორი 0

Leave a Reply