ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში. ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით

ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის გახსნით მატჩში, ხორვატიას დიდი ძალისხმევა დასჭირდა საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად. 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა საქართველოსთან მძიმე ბრძოლაში 32-29 გაიმარჯვა.

თუმცა, მიუხედავად საბოლოო შედეგისა, საქართველო, რომელიც მისთვის მეორე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს, შესანიშნავად ითამაშა და დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. ტიტე კალანდაძის გუნდი თამაშის მნიშვნელოვან ნაწილში ლიდერობდა (ექვსბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა), მეტოქე წნეხში ჰყავდა, მდევრის როლში ამყოფებდა, მაგრამ სირენამდე ორი წუთით ადრე გამოცდილმა ხორვატებმა შეძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.

დაგურ სიგურდსონი (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პირველი თამაში ყოველთვის რთულია. დიდი დრო დაგვჭირდა, რომ თამაშში შესასვლელად. ექვსი ბურთით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ შემდეგ, ვფიქრობ, თამაშს ცოტა უკეთ ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში უფრო ძლიერები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი შანსი გავუშვით ხელიდან. პირველ ტაიმში კი უამრავი ტექნიკური შეცდომა გვქონდა.

ბოლოსკენ გამოცდილებამ იქონია გავლენა. დაცვაში უკეთ ავთამაშდით და რამდენიმე ბურთიც მოვიპოვეთ. ეს იყო საკვანძო მომენტი.“

ტიტე კალანდაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო


„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დასაწყისი ძალიან კარგი გვქონდა. აშკარა იყო, რომ ბურთი რამდენჯერმე დავკარგეთ და შეცდომებიც გვქონდა, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. ოთხ-ხუთ მოთამაშეს მცირე ტრავმები ჰქონდა, თუმცა სირთულეებისა ყველაფერი გავიღეთ, რაც შეგვეძლო.

ეს თამაში ჩემთვის ეს განსაკუთრებული იყო, რადგან ეს იყო ჩემი პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბოლომდე დავიხარჯეთ. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში. ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით.”

ექვს ბურთიან უპირატესობაზე:

„რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი იყო, თუმცა ჩვენ აქ ყველა შეხვედრის მოსაგებად ვართ. ჩვენ აქ მოვედით, რათა დავამარცხოთ ხორვატია და ყველა სხვა მეტოქე. დიახ, ეს იყო სიურპრიზი, მაგრამ არც ისეთი მოულოდნელი.“

რატომ მოიგო ხორვატიამ:

„მათ მეტი გამოცდილება აქვთ. ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდი ვართ. ვფიქრობ ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს ევროპაზე. ასე რომ, თამაშიდან თამაშამდე გამოცდილებას ვიძენთ, თითოეულ შეხვედრაში ვხდებით უკეთესები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ყოველი მატჩში რაღაც ახალი გამოცდილება უნდა შევიძინოთ.“

საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 19 იანვარს, ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელ შვედეთთან ჩაატარებს, რომელმაც თავის მხრივ, ნიდერლანდებს 36-31 მოუგო.

Leave a Reply