ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მათ შორის, თერთმეტია ისეთი, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს, დანარჩენებს კი ასეთი რანგის სარბიელზე დებიუტი ელით.

სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს შარშან მაისში, საქართველო-საბერძნეთის მატჩის დროს დაშავებული ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც ჯერაც რეაბილიტაციას გადის.

მალმეში (შვედეთი), ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, სადაც ჩვენი – E ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებენ, საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას სლოვენიაში გაივლის. ჩვენი გუნდი სლოვენიაშივე ქუვეითთან და ალჟირთან ჩაატარებს ორ ამხანაგურ შეხვედრას.

ევროპის ჩემპიონატს (15 იანვარი – 1 თებერვალი) სამი თანამასპინძელი – დანია, ნორვეგია და შვედეთი ჰყავს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 17 იანვარს, ხორვატიასთან შეხვედრით შეუდგება, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.

საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე

მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, შოთა თევზაძე

Leave a Reply