ტალანტების პროგრამა

ხელბურთის განვითარების პროგრამა “იცხოვრე ხელბურთით” ფარგლებში საქართველოს ორი ესპანელი სპეციალისტი (პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი) ესტუმრა, რომლებიც პრაქტიკულ და თეორიულ კურსს ჩაატარებენ.
სწავლებას 20 მწვრთნელი დაესწრება, ხოლო შეკრების ფარგლებში პრაქტიკულ წვრთნებში ის ახალგაზრდა ტალანტები იქნებიან ჩართულნი, რომლებიც სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში სასკოლო ფესტივალებიდან და 14 წლამდე ჩემპიონატებიდან შეირჩნენ.
ტალანტების პროგრამის დანერგვა მოხდება გოგონათა და ვაჟთა ახალგაზრდულ ნაკრებებში, რომლის შემდგომაც ისინი ესპანური პროგრამით განაგრძობენ მზადებას. დაგეგმილია შეკრებები და საერთაშორისო ტურნირები საქართველოსა და ესპანეთში. “იცხოვრე ხელბურთის” ტალანტების პროგრამის მეშვეობით მოხდება ასაკობრივი ნაკრებების ფორმირება და მათი სრულფასოვანი მომზადება ევროპის ჩემპიონატებისათვის.

Leave a Reply