სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა
ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თელავის იმედმა 24-20 მოუგო პეგასს და კონკურენტთან სხვაობა ქულამდე შეამცირა, სტუ-ქარიშხალამ 45-39 დაამარცხა გორი და ჯერჯერობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
იმედის და პეგასის პირველი წრის მატჩი იმედმა დიდი სხვაობით, 38-27 მოიგო, მაგრამ მე-10 ტურის წინ პეგასი 3 ქულით უსწრებდა მეტოქეს და მოგების შემთხვევაში სხვაობას ხუთამდე გაზრდიდა, რაც შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩენილიყო ფინალურ ოთხეულში გასასვლელ რბოლაში.
იმედს დააკლდა წინადღით ტრავმირებული ძირითადი პივოტი, მიქავა, მაგრამ გუნდს წაგების უფლება არ ჰქონდა და მწვრთნელმა, მერაბ მეტრეველმა დაცვა გაამკაცრა. პეგასის უკანა ხაზს მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური დაცვის გამო პრობლემები ჰქონდა, არ გამოვიდა სწრაფი გარღვევებიც და გუნდი ძირითადად ექვსმეტრიან ხაზზე ტვირთავდა ლაპიაშვილს. იმედი ნელ-ნელა დაწინაურდა. ტაიმი 11-8 მორჩა, მეორეში მათი უპირატესობა ოთხ ბურთამდე ავიდა, მაგრამ როდესაც ბოლო 10 წუთი დაიწყო, პეგასმა ორჯერ შეამცირა სხვაობა მინიმუმამდე. აქ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ყოფილმა პეგასელმა, ამირან აბჟანდაძემ, დაცვაში საუკეთესოდ ითამაშა ცენტრალურმა წყვილმა ყორიაულმა და გიორგაძემ, ხოლო იმედის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი მეკარე ცინცაძე იყო. საბოლოოდ, 24-20 – იმედი მეხუთე ადგილზე დარჩა, მაგრამ უკვე მხოლოდ ქულით ჩამორჩება პეგასს და ფინალურ ოთხეულში გასასვლელი მთელი ბრძოლა წინაა.
ჯერჯერობით უქულოდაა გორი, რომელიც დასაწყისში 6-4 უგებდა სტუ-ქარიშხალას და მალევე ჩამორჩა, თუმცა, რამდენჯერმე შეუმცირა სხვაობა პირველ ტაიმში ერთ, მეორეში კი სამ ბურთამდე. საბოლოოდ, ტექნიურმა უნივერსიტეტმა 45-39 მოიგო, პივოტმა ერეკლე არსენაშვილმა 18 გოლი დააგროვა, ხოლო გუნდმა – 13 ქულა და დროებით გადაუსწრო ლიდერებს, ქუთაისსა და ბათუმს, რომლებიც მე-8-10 ტურის მატჩებს 23 თებერვლიდან, ხელვაჩაურში გამართავენ. ოთხშაბათს აღმოსავლეთის ოთხეულის მეათე ტურია ოლიმპიურ სასახლეში: 11 საათზე ითამაშებენ გორი – იმდი თელავი, პირველზე – პეგასი – სტუ-ქარიშხალა.
ყველა მატჩის საყურებელი ბმული, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაიდება ხელბურთის ფედერციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
8-10 ტურები. თბილისი, ოლიმპიური სასახლე, 20-22 თებერვალი
21 თებერვალი
სტუ-ქარიშხალა – გორი 45-39
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – არსენაშვილი 18, მამულაშვილი 9, კობახიძე 6, ზ. ფერაძე 5, გ. ფერაძე 4, კარტოზია 2, ასაბაშვილი 1, თიგიშვილი
გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 12, ახალბედაშვილი 6, ზუბიაშვილი 6, ტიელიძე 5, ტარუაშვილი 4, მურადაშვილი 4, ნიაზაშვილი 2, იაშვილი, ტურაშვილი
პეგასი – იმედი თელავი 20-24
პეგ: ი. დიხამინჯია – კალანდაძე 8, ლაპიაშვილი 4, ცხოვრებაძე 3, გ. დიხამინჯია 2, ზარნაძე 1, გოგავა 1, ქათამაძე 1, ბაძაღუა, კაჭკაჭაშვილი, კუხალაშვილი, კახოშვილი
იმ: ცინცაძე – ბაინაზიშვილი 7, მაისაშვილი 5, იობაშვილი 4, აბჟანდაძე 4, ცისკარიშვილი 3, გიორგაძე 1, ყორიაული, ბაჯალაძე
მსაჯები: ა. კოვალჩუკი, ი.კოვალჩუკი (მლდ), ტექ. დელეგატი: ლ. გელაშვილი
20 თებ. იმედი თელავი – სტუ-ქარიშხალა 23-26 გორი – პეგასი 34-36
22 თებერვალი
11:00 გორი – იმედი თელავი
13:00 პეგასი – სტუ-ქარიშხალა
ხელვაჩაურის სპორტის სასახლე, 23 თებერვალი
14:00 ქუთაისი – BSB ბათუმი
16:00 წყალტუბო – სამტრედია
24 თებერვალი
14:00 BSB ბათუმი – წყალტუბო
16:00 სამტრედია – ქუთაისი
25 თებერვალი
12:00 წყალტუბო – ქუთაისი
14:00 სამტრედია – BSB ბათუმი
———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ
სტუ-ქარიშხალა—–9—6—1—2–300-258-13
BSB ბათუმი———7—6—0—1–265-202-12
ქუთაისი————-7—6—0—1–253-215-12
პეგასი—————-9—5—1—3–330-288-11
იმედი თელავი——9—5—0—4–280-248-10
სამტრედია———-7—2—0—5–232-257–4
წყალტუბო———-7—1—0—6–211-335–2
გორი—————–9—0—0—9–320-388–0
11-14 ტურები: 13-16 მარტს, თბილისში
21 ტურის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გავა ფინალურ ოთხეულში
ეკა ელოშვილის ფოტო