სიახლეები
სახალისო ხელბურთი N1 საბავშვო ბაგა-ბაღს სტუმრობდა
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ბაღებში სახალისო ხელბურთის პროგრამას აგრძელებს. პროექტი, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ბაღებში სპორტის ამ სახეობასთან ბავშვების ზიარებას ითვალისწინებს, ამჯერად თბილისის პირველ საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვია.
მწვრთნელის როლი მოირგო ხელბურთელმა, შაკო სტურუამ, რომელმაც ბავშვებს ახალი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, მათ ასაკზე მორგებული სახალისო თამაშობები შესთავაზა.

ხელბურთის განვითარების პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო და ევროპის ფედერაციებთან ერთად.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია პროგრამას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.