საჭირო გამოცდილება სერბეთში – ახალგაზრდული ნაკრების შეკრება და ორი ტესტ-მატჩი

2026 წლის აგვისტოში ხელბურთში ახალგაზრდულ (U20) ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყო.

19-24 აგვისტოს ქართველი ახალგაზრდები მოსამზადებელ შეკრებაზე სერბეთში იმყოფებოდნენ და იქაურ კლუბებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართეს. ორივე შეხვედრაში სერბეთის სუპერლიგის გუნდებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და მომავალი ტურნირისთის საჭირო გამოცდილება მიიღეს.

სერბებთან მატჩებში ჩვენი გუნდიდან გამოსარჩევია ვახტანგ ხარებაშვილისა და ნიკოლოზ მამულაშვილის შედეგიანი თამაში – ხარებაშვილმა ორ მატჩში 29 გოლი გაიტანა, მამულაშვილის ანგარიშზე კი – 14 გოლია.

საქართველოს ნაკრები U20 – შამოტი 34:39

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ვახტანგ ხარებაშვილი (15 გოლი), ნიკოლოზ მამულაშვილი (9), გიორგი კაპანაძე (4), ნიკოლოზ ბოჟაძე (2), ვანო გურგენიძე (2), საბა ბუიღლიშვილი (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), საბა დიასამიძე, ილია ღურწკაია, ალექსანდრე ჯღამაძე, გიორგი კენჭაძე, გიორგი ქობელაშვილი, გიორგი მაზანიშვილი, გიორგი ფუტკარაძე, საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბიბლაია, ალექსანდრე ბოჟაძე, დიმიტრი თორია

მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე.

საქართველოს ნაკრები U20 – მეტალოპლასტიკა 27:36

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ვახტანგ ხარებაშვილი (14 გოლი), ნიკოლოზ მამულაშვილი (5), გიორგი კაპანაძე (2), ვანო გურგენიძე (2), საბა ბუიღლიშვილი (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), გიორგი მაზანიშვილი (1), დიმიტრი თორია (1), საბა დიასამიძე, ილია ღურწკაია, ალექსანდრე ჯღამაძე, გიორგი კენჭაძე, გიორგი ქობელაშვილი, გიორგი ფუტკარაძე, საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბიბლაია, ალექსანდრე ბოჟაძე, ნიკოლოზ ბოჟაძე.

მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე.

Leave a Reply