საქართველო 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს.

ასპარეზობა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით 12-20 ივლისს თელავის სპორტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Leave a Reply