
საქართველოს 36-ე ჩემპიონატის პირველი ტური „პეგასი“ – „სამტრედიით“ გაიხსნა

ახალ სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა სახელბურთო ჩემპიონატმა. მონაწილე ექვსი გუნდია „სტუ-პეგასი“, „აჭარა“, ბსბ (ბათუმი), „პრომეთე“ (წყალტუბო), „სამტრედია“ და „ქუთაისი-2015“.
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური „პეგასი“ – „სამტრედიით“ გაიხსნა და მასპინძელთა რთული გამარჯვებით დასრულდა. „პეგასისთვის“ ასევე წარმატებული გამოდგა მეორე ტურის შეხვედრა „აჭარასთან“.
ორი გამარჯვებით დაიწყო პირველობა მოქმედმა ჩემპიონმა ბსბ-მ, რომელმაც ჯერ „აჭარას“ მოუგო, შემდეგ „პრომეთეს“.
მოგებით დაიწყეს ქუთაისელებმაც, მაგრამ მეორე ტურში სამტრედიელებთან ფრე ითამაშეს.
საქართველოს ჩემპიონატი 8 ნოემბერს, მესამე ტურის შეხვედრებით განახლდება.
საქართველოს 36-ე ეროვნული ჩემპიონატი
1 წრე
I ტური
11 ოქტომბერი
„სტუ-პეგასი“ 27-26 „სამტრედია“
„ქუთაისი-2015“ 44-30 „პრომეთე“
ბსბ 36-24 „აჭარა“
II ტური
12 ოქტომბერი
„სტუ-პეგასი“ 39-33 „აჭარა“
ბსბ 39-24 „პრომეთე“
“ქუთაისი-2015” 29-29 “სამტრედია”