საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ერთა თასზე ბელგიასთან ბოლო წამებზე დამარცხდა
პრიშტინაში (კოსოვო), 19-წლამდე გოგონათა შორის ერთა თასის (ევროპის ზონა) გათამაშების მეორე დღეს საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გამოკვეთილი ლიდერის გარეშე, რაც ანგარიშზეც აისახა – 15-15. ასეთივე სურათი ვიხილეთ მეორე ტაიმშიც. იყო მომენტები, როდესაც ბელგიელებს მდევრის როლშიც ვამყოფებდით, მაგრამ სრულ უპირატესობას ვერ ვიგდებდით ხელში. შეხვედრის დასრულებამდე ათი წამით ადრე კი, როდესაც ანგარიში 29-29 იყო, მეტოქემ ბურთი გაგვიტანა. დარჩენილ წამებში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს გოლით ვერ უპასუხა და შედეგად, დასანანი მარცხი ვიგემეთ – 29-30.
4 დეკემბერს, ერთა თასის მესამე დღეს საქართველოს ნაკრები მასპინძელ კოსოვოს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები:
ნატალი საბაშვილი, ანანო გაწერელია; დიანა არაბიძე, თეკლა ძამუნაშვილი, ნატალი გაზაშვილი, ლიზი ჯანდიერი, ანა კოვზირიძე, მარიამ ლაფერაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, მარიამ ოდიკაძე, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ლიზი კვესელავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელი: მარიამ ჩავჩიძე
ექიმი: არჩილ ლომსაძე
მენეჯერი: ლანა მარგიანი