საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები IHF-ის თასზე ითამაშებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები IHF-ის თასის ევროპის ზონის გათამაშებაში მიიღებს მონაწილებას, რომელიც 13-დან 19 იანვრამდე კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გაიმართება.
ქართველი ხელბურთელები A ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები დიდი ბრიტანეთის, კვიპროსისა და ალბანეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში ბულგარეთი, კოსოვო და მოლდოვა მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:
14 იანვარი, 14:00 | საქართველო – კვიპროსი
15 იანვარი, 14:00 | ალბანეთი – საქართველო
16 იანვარი, 16:00 | საქართველო – დიდი ბრიტანეთი
ნახევარფინალები 17 იანვარს გაიმართება, ხოლო ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი – 18 იანვარს. ტურნირის გამარჯვებული IHF-ის თასის საკონტინენტთაშორისო ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას.
საკონტინენტთაშორისო ეტაპის გამარჯვებული ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.