სიახლეები
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია “RINCK”-ის წევრად მიიღეს
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია “RINCK”-ის კონვენციის 41-ე წევრად მიიღეს
2021 წლის 20 ნოემბერს, ევროპის ხელბურთის ფედერაციის მე-14 რიგგარეშე ყრილობაზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა და ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მაიკლ ვიდერერმა ხელი მოაწერეს “RINCK”-ის ოფიციალურ დოკუმენტს.
კონგრესი მიეძღვნა ევროპის ხელბურთის ფედერაციის დაარსების 30 წლისთავს.“RINCK”-ის კონვენციის წარმოაგენს მწვრთნელთა განათლების სფეროში სტანდარტებისა და სერთიფიკატების ორმხრივ აღიარებას ევროპაში.