საქართველოს ნაკრებმა “კარპატის თასი” გამარჯვებით გახსნა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები რუმინეთში, ბაია მარეს „ლასკერ პანეს“ სპორტკომპლექსში „კარპატის თასის“ (Trofeul Carpaţi) გათამაშებას წარმატებით შეუდგა.

გამხსნელ მატჩში საქართველოს ნაკრებს მეტოქედ ჰყავდა სლოვაკეთი, რომელმაც პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი ფაქტობრივად, სრული თამაში მდევრის როლში ამყოფა, მაგრამ მეორეში სურათი რადიკალურად შეიცვალა. ტიტე კალანდაძის გუნდმა თამაში იპოვა, უფრო ორგანიზებული იყო დაცვაში და შეტევებში.

საქართველოს ნაკრებმა ტაიმის დასაწყისში ოთხბურთიანი გაქცევით ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა. სლოვაკეთი მდევრის როლში ამყოფა და შეხვედრა 31-28 მოიგო (14-16).

ორივე გუნ დიდან საუკეთესო იყო ნიკოლოს კალანდაძე, რომელმაც ათი ბურთი გაიტანა და ხუთი ასისტი შეასრულა. ჩვენი გუნდიდან ექვსი გატანილი ბურთით და სამი ასისტით მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ირაკლი კბილაშვილს.

საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 1 ნოემბერს, მასპინძელ რუმინეთთან ელის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ წლეულს, იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ.

დავით ნიქაბაძე (9 სეივი) გიგი რუხაძე (მეკარე), ნიკოლოზ კალანდაძე (10 გოლი, 5 ასისტი), ირაკლი კბილაშვილი (6 გოლი, 3 ასისტი), ერეკლე არსენაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (4), მირიან გავაშელიშვილი (2 გოლი, 1 ასისტი), გიორგი არეშიძე (2), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, (1), ხაზეინ რუსტამოვი (1), ვახტანგ ხარებაშვილი, ზურაბ გოგავა, გუგა უთმელიძე, გიგი მელიავა.

Leave a Reply