ნაკრებებისიახლეები
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა საქართველოში. უმთავრესი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაფართოებული შემადგენლობა ავარჯიშა, ხვალ კი ნაკრების ძირითად ბირთვს – 16-კაციან შემადგენლობას გაახმოვანებს.

საქართველოს ნაკრები მალმეში (შვედეთი) გამგზავრებამდე, სადაც ჩვენი – E ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებენ, დღეიდან სლოვენიაში შეუდგება მზადებას და ქუვეითთან და ალჟირთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 17 იანვარს, ხორვატიასთან შეხვედრით დაიწყებს, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.
