საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ბოსნიისა და ჰერცეგოვნის ნაკრებს უმასპინძლა და 28:26 დაამარცხა.

მატჩი დაძაბული გამოვიდა. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომელიც ქართველმა ხელბურთელებმა ერთი ბურთით მოიგეს – 15:14.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და საბოლოოდ ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველების შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო ხელბურთელად გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, როემლმაც 11 გოლი გაიტანა – ბოსნიელთაგან კი – 10 გოლის გამტანი მისლავ გრგიჩი.

საქართველო: ცხოვრებაძე (11 გოლი), ორჯონიკიძე (6), კბილაშვილი (5), დიხამინჯია (3), რუსტამოვი (2), არსენაშვილი (1). ლაპიაშვილი, არეშიძე,ზარნაძე, გოგოლაძე, გოგავა, აბრამიშვილი, გავაშელიშვილი, მელიავა.

ბოსნია: გრგიჩი (10 გოლი), კლილოვიჩი (7), ნადჟიჩი (5), მეჰმედცეჰაქიჯიჩი (2), ვაკშიჩი (1), ბურიჩი (1), ნასელჯიჩი, პერიჩი, კნეზევიჩი, მაჰმედოვიჩი, ომბაშა, პეშტიჩი, პეტროვიჩი, ლიუბიჩი.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ ბოსნიის ნაკრებთან, ამჯერად სტუმრად 16 მარტს ჩაატარებს – შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ: ისლანდია – 6 ქულა, საქართველო – 2, საბერძნეთი – 2, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 2.

საკვალიფიკაციო ეტაპზე რვა ჯგუფია. ევროპის ჩემპიონატზე ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გადიან. ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურს ასევე ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

Leave a Reply