საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგო. თბილისის სპორტის სასახლეში 39-13 დავამარცხეთ მალტა, ბურთების სხვაობით გადავასწარით ბულგარეთს და ლიდერები ვართ. ხვალ 18 საათზე საქართველო-ირლანდიის თამაშია.

9 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო – მალტა 39-13

საქ: ცინცაძე 11/24 (თევზაძე) – დიხამინჯია 10/8, ცხოვრებაძე 7/6, კალანდაძე 6/6, მიქავა 5/4, გოგოლაძე 5/4, იმნაძე 6/4, ორჯონიკიძე 5/2, კბილაშვილი 2/2, არსენაშვილი 3/2, რუსტამოვი 3/1 (ჩიქოვანი, ჭანტურია) – მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

მალ: ჟ.პ. კარუანა 0/10, გალეა 1/28, გაუჩი 2/4 – ჯ. ფენეჩი 4, ზაიფერტი 3, შიკლუნა 2, ჰარისონი 2, დ. ფენეჩი 1, მ. კარუანა 1, ჩაპარა, რიცო, აზოპარდი, ნაუდი

მსაჯები: ელ ბელტაგი, ნასერი (ეგვიპტე)

ოფიციალები: ჰაგენი (შვდ) – შოოში (უნგ), კულიბალი (სძნ) – გადელია, წივწივაძე (საქ)

გუშინდელი სასტარტო შემადგენლობიდან თამაში არ დაუწყიათ თევზაძეს, ჩიქოვანს, ჭანტურიას, რუსტამოვსა და არსენაშვილს. ნიკოლა მაქსიმოვიჩმა ყველას მისცა თამაშის საშუალება, ხოლო ვეტერანთა სამეული თევზაძე, ჭანტურია და ჩიქოვანი საერთოდ დაასვენა.

ახალგაზრდებს თამაშის დასალაგებლად დრო დასჭირდათ და მერვე წუთზე ანგარიში ჯერ კიდევ თანაბარი იყო – 3-3, ამის შემდეგ კი ქართველების უპირატესობა პროგრესულად იზრდებოდა. 16-7 შესვენებაზე და 39-13 თამაშის ბოლოს.

გოლი მოედანზე გასულმა ყველა მოთამაშემ გაიტანა მეკარე ცინცაძის გარდა, ყველაზე მეტი, 8, გიორგი დიხამინჯიას დაუგროვდა, ხოლო 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძემ ეროვნული ნაკრებების დონეზე მატჩის საუკეთესო მოთამაშის პირველი ჯილდო შთამბეჭდავი სტატისტიკით მიიღო – შეტევაში: 6 დარტყმიდან 6 გოლი და 6 საგოლე პასი, დაცვაში კი – 3 ჩაჭრილი ბურთი და 3 დაბლოკილი დარტყმა!

საქართველოს ნაკრები რომ კარგად შეკრული გუნდია, სასიამოვნო ჟესტით დაგვიდასტურა ირაკლი გოგოლაძემ: მატჩის ბოლოსკენ მოედანზე ერთადერთი უგოლო ხელბურთელი ხაზეინ რუსტამოვი იყო, რომელიც მწვრთნელმა დაასვენა და ცოტა ხნით ათამაშა, თუმცა, ჩვენს მარცხენა გარემარბს თამაში არ წაუვიდა და ორჯერ ააცილა. ერთ-ერთ ბოლო სწრაფ გარღვევაში გოგოლაძეს თავადაც შეეძლო გაქცევა და ბურთის უახლოესი პარტნიორისთვის გადაცემაც, მაგრამ მან საკმაოდ რთული პასი სწორედ რუსტამოვს მიაწოდა და თანაგუნდელს პირადი ანგარიში გაახსნევინა.

ჩვენს ჯგუფში ბულგარეთი თავიდან 11-3 უგებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მეორე ტაიმში კი რამდენჯერმე წინაც გაუშვა მეტოქე, თუმცა, დაბოლოება მაინც უკეთ ჩაატარა – 38-35. ირლანდიისა და ნიგერიის მატჩში ჩემპიონატის პირველი ფრე დაფიქირდა – 31-31.

A ჯგუფში 2 მოგებით ლიდერობს კუბა. თითო მოგება აქვთ აზერბაიჯანს, ბრიტანეთს, კოლუმბიასა და ჩინეთს.  ხვალ ჩემპიონატზე მესამე სათამაშო დღეა. ჯგუფური ეტაპი 13 ივნის დასრულდება. 15 და 16 ივნისს პლეიოფია. ჩემპიონობის გარდა, შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპულ გუნდს ცალკე ანგარიში აქვს: მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე გავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში.

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

9 ივნისი

კოლუმბია – აზერბაიჯანი 35-30

ჩინეთი – კუბა 24-30

ბრიტანეთი – ინდოეთი 38-28

ბულგარეთი – აშშ 38-35

მალტა – საქართველო 13-39

ირლანდია – ნიგერია 31-31

ჯგუფი——–თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

კუბა————–2—2—0—0—65-51—4

აზერბაიჯანი—-2—1—0—1—75-64—2

ბრიტანეთი——2—1—0—1—65-63—2

კოლუმბია——-2—1—0—1—60-58—2

ჩინეთი———–2—1—0—1—52-55—2

ინდოეთი——–2—0—0—2—57-83—0

8 ივნ. კოლ-ჩინ 25-28, ინდ-აზე 29-45, კუბ-ბრი 35-27

ჯგუფი——–თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

საქართველო—-2—2—0—0—66-27—4

ბულგარეთი—–2—2—0—0—76-48—4

აშშ—————-2—1—0—1—72-70—2

ირლანდია——-2—0—1—1—63-68—1

ნიგერია———-2—0—1—1—45-58—1

მალტა————2—0—0—2—26-77—0

8 ივნ. მალ-ბულ 13-38, ნიგ-საქ 14-27, აშშ-ირლ 37-32

10 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი – ბრიტანეთი

12:00 კოლუმბია – კუბა

14:00 ინდოეთი – ჩინეთი

16:00 აშშ – მალტა

18:00 საქართველო – ირლანდია

20:00 ნიგერია – ბულგარეთი

12 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი – კუბა

12:00 ბრიტანეთი – ჩინეთი

14:00 კოლუმბია – ინდოეთი

16:00 ირნალდია – ბულგარეთი

18:00 საქართველო – აშშ

20:00 მალტა – ნიგერია

13 ივნისი

10:00 ჩინეთი – აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი – კოლუმბია

14:00 კუბა – ინდოეთი

16:00 ირლანდია – მალტა

18:00 ბულგარეთი – საქართველო

20:00 აშშ – ნიგერია

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 A1 – B2

20:00 1-4 B1 – A2

16 ივნისი, ფინალი

10:00  11-12

12:00   9-10

14:00   7-8

16:00   5-6

18:00   3-4

20:00   1-2

Leave a Reply