საქართველოს ნაკრები ერთი ტურით ადრე “კარპატების თასის” გამარჯვებულია
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა „კარპატების თასი“ ტურნირის გათამაშებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
ჩვენმა გუნდმა გათამაშების პირველ დღეს სლოვაკეთი დაამარცხა, მეორე დღეს – მასპინძელი რუმინეთი.
ტიტე კალანდაძის გუნდი 2 ნოემბერს, „კარპატების თასის“ გათამაშების დასკვნით დღეს, უკრაინას შეხვდება, რომელიც თავის მხრივ, უქულოდ არის და მიუხედავად შედეგისა, საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე დარჩება.
ერთი ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებულად გამოცხადება, ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ტიტე კალანდაძეს უკრაინასთან დასკვნით შეხვედრაში მეტ ტაქტიკურ თავისუფლებას მისცემს, პირველ რიგში კი საშუალება ექნება გამოცადოს ახალგაზრდა მოთამაშეები, რაც ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში მეტად მნიშვნელოვანია.
საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს, სლოვაკეთს და რუმინეთს – 2-2 (ურთიერთ შეხვედრებში ორივესთან მოგება გვაქვს), ხოლო უკრაინის 0.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ წლეულს, იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ.
| G | W | D | L | GD | P | Form | |||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1. | GEO | 2 | 2 | 0 | 0 | 61:55 | 4 | ||
| 2. | ROU | 2 | 1 | 0 | 1 | 60:60 | 2 | ||
| 3. | SVK | 2 | 1 | 0 | 1 | 60:62 | 2 | ||
| 4. | UKR | 2 | 0 | 0 | 2 | 61:65 | 0 |