საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფი ცნობილია

დღეს გაიმართა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა, რომელშიც გაირკვა საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა.

ჩვენი გუნდი 3-ე ჯგუფში ისლანდიას, საბერძნეთს და ბოსნია ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით. ჯამში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 ჯგუფის გამარჯვებულთან და მეორეადგილოსანთან ერთად ფინალურ ეტაპზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.

#georgianhandball#Men#EHFEURO2026Qualification#letsgo#Georgia

ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია
კომპავა • Kompava
Silk Sport
Marnaveli • მარნაველი
Macron

Leave a Reply