ლეგიონერებინაკრებებისიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრების უდიდესი დანაკარგი ევროპის ჩემპიონატამდე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული ჩამბერის ლიდერმა ნიკოლოზ კალანდაძემ 22 სექტემბერს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში US Ivry-ს წინააღმდეგ მძიმე მუხლის ტრამვა მიიღო, რის გამოც 6-9 თვეს გამოტოვებს.
ნიკოლოზმა დიდი წვლილი შეიტანა და ისტორია დაწერა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველად იასპარეზებს გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე.
ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ბოლო წლებში ეროვნული ნაკრების შეუცვლელი მოთამაშე და ერთ-ერთი ლიდერია, რომლის ანგარიშზე 41 სანაკრებო თამაშში 209 გოლია.
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ნიკოლოზს და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაუბრუნდება მოედანს. გელოდებით საგულშემატკივროდ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში.