საქართველოს გოგონათა ნაკრები ერთა თასის ლიდერ ბულგარეთთან დამარცხდა

ერთა თასის (IHF Trophy – ევროპის ზონა) მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები გათამაშების ლიდერ, ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრები პირველ დღეს დიდ ბრიტანეთთან გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მესამე შეხვედრაში 10-ბურთიანი სხვაობით – 33-43 (16-22) დამარცხდა.

სატურნირო ცხრილის საბოლოო სურათი 6 დეკემებერს გახდება ცნობილი, როდესაც დიდი ბრიტანეთი დაუპირისპირდება ბულგარეთს, ხოლო ბელგია მასპინძელ კოსოვოს შეხვდება. დღეს დარჩენილი შეხვედრაში კოსოვოელები და ბრიტანელები გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას.

შეგახსენებთ, რომ პრიშტინას (კოსოვო) ერთა თასამდე, 12-20 ივლისს, თელავში ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატს (Women’s 19 EHF Championship) ვუმასპინძლეთ. მაშინ საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარეთი 32-27 დაამარცხა. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში კი ბულგარელებმა ოთხი ბურთით მოიგეს (33-29).

ნატალი საბაშვილი, ანანო გაწერელია; დიანა არაბიძე, თეკლა ძამუნაშვილი, ნატალი გაზაშვილი, ლიზი ჯანდიერი, ანა კოვზირიძე, მარიამ ლაფერაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, მარიამ ოდიკაძე, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ლიზი კვესელავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელი: მარიამ ჩავჩიძე

ექიმი: არჩილ ლომსაძე

მენეჯერი: ლანა მარგიანი

Leave a Reply