საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ერთა თასი გამარჯვებით გახსნა

პრიშტინას (კოსოვო) ახალგაზრდულ სასახლეში 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ზონის ერთა თასი (IHF Trophy), საქართველოს და დიდი ბრიტანეთის შეხვედრით გაიხსნა.

ევროპის ზონის ერთა თასის გათამაშება ლიზი ქაჯაიას გოლით გაიხსნა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის უპირატესობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. საქართველო პირველ ტაიმში 16-18 დამარცხდა.

სრული თამაშის განმავლობაში საუკეთესო შემთხვევაში, ერთ ბურთიანი ჩამორჩენით მდევრის როლში ვიყავით. ასეთი სცენარით გრძელდებოდა მეორე ტაიმიც.

გარდამტეხი აღმოჩნდა 56-ე წუთი, როდესაც მარიამ ლაფერაძემ ანგარიში გაათანაბრა (32-32), 57-ე წუთზე კი დიანა არაბიძემ დაგვაწინაურა და პლუს სამი ბურთიც მიაყოლა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი გამარჯვებით გახსნა. ბრიტანელებს, 36-35 მოუგო და ბელგიასთან 3 დეკემბრის მატჩისთვის განწყობა შეიქმნა.

დიანა არაბიძე, თეკლა ძამუნაშვილი, ნატალი გაზაშვილი, ლიზი ჯანდიერი, ანა კოვზირიძე, მარიამ ლაფერაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, მარიამ ოდიკაძე, ანანო გაწერელია, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ლიზი კვესელავა, ნატალი საბაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელი: მარიამ ჩავჩიძე

ექიმი: არჩილ ლომსაძე

მენეჯერი: ლანა მარგიანი

Leave a Reply