საქართველომ ალბანეთს 20 ბურთით მოუგო
IHF-ის თასის მეორე შეხვედრაში, მსგავსად პირველისა, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა 20 ბურთით მოიგო. ამჯერად, ჩვენი გუნდმა ალბანეთის ნაკრები დაამარცხა.
ქართველმა ახალგაზრდებმა, პირველსავე ნახევარში, 7 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:24.
მეორე ნახევარში გუნდმა კიდევ მოუმატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 43:23.
მატჩს ორი გამორჩეული მოთამაშე ჰყავდა – ალექსანდრე შიოშვილი (10 გოლი) და გიორგი კაპანაძე (11 გოლი).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი კაპანაძე – 11 გოლი
ალექსანდრე შიოშვილი – 10 გოლი
ვახტანგ ხარებაშვილი – 6 გოლი
ალექსანდრე ბოჟაძე – 3 გოლი
დავით ხელისუფალი – 3 გოლი
ნიკოლოზ მამულაშვილი – 3 გოლი
საბა ფუტკარაძე – 3 გოლი
ალექსანდრე ბოჟაძე – 1 გოლი
საბა ბუიღლიშვილი – 1 გოლი
ნიკოლოზ ნარიმანიძე – 1 გოლი
დავით გრიშიკაშვილი – 1 გოლი
ირაკლი გურული
გიორგი მაზანიშვილი
თორნიკე გაგუა