საქართელოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
IHF-ის თასზე ჯგუფის მესამე შეხვედრაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი 33:25 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
თამაში თავიდან თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი ჩვენმა ჭაბუკებმა მინიმალური ანგარიშით, 15:16 დათმეს.
თუმცა ქართველებმა ბრიტანელების წინააღმდეგობა მეორე ტაიმში მაინც გატეხეს და საბოლოოდ მეტოქე რვა ბურთის სხვაობით დაამარცხეს.
ქართელლებიდან 8-8 ბურთით ბომბარდირები ალექსანდრე შიოშვილი და დავით გრიშიკაშვილი გახდნენ.
საქართველოს ნაკრები 17 იანვარს ნახევარფინალში მოლდოვასა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ალექსანდრე შიოშვილი 8 გოლი
დავით გრიშიკაშვილი 8
დავით ხელისუფალი 5
ვახტანგ ხარებაშვილი 5
ნიკოლოზ მამულაშვილი 3
გიორგი მაზანიშვილი 1
საბა ფუტკარაძე 1
საბა ბუიღლიშვილი 1
გიორგი კაპანაძე 1
ალექსანდრე ბოჟაძე
ირაკლი გურული
ნიკოლოზ ბოჟაძე
თორნიკე გაგუა
ნიკოლოზ ნარიმანიძე