სასკოლო ხელბურთის პროგრამა

💥 სასკოლო ხელბურთის პროგრამის ფარგლებში 19 სექტემბრიდან – 3 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოს 3 რეგიონს ესტუმრება და სპორტის პედაგოგებისთვის სემინარებს გამართავს საერთაშორისო ექსპერტი ჰელმუტ მარტინი (გერმანია).
👉🏻 19-22 სექტემბრს უკვე ჩატარდა სემინარები ზუგდიდში, რომელსაც ზუგდიდის, აბაშის, და სენაკის 23 პედაგოგი დაესწრო.

💫 შემდეგი სემინარები 23-26 სექტემბრს საჩხერისა და ჭიათურის, ხოლო 27-30 სექტემბრს ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სპორტის მასწავლებლებისათვის ჩატარდება.

🤾🏻‍♀️ გარდა ამისა, 1 ოქტომბერს ქ. რუსთავში გაიმართება სასკოლო ხელბურთის ფესტივალი, ხოლო 2 ოქტომბერს – ქ. თბილისში შედგება შემაჯამებელი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ღონისძიების შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა.

Leave a Reply