სამტრედია, ყვარელი, ტყიბული…

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატს ლიდერობს სამტრედიის გუნდი, მეორე ადგილზეა ყვარელი, მესამეზე – ტყიბული. პირველი წრე ხვალ დასრულდება გლდანის ხელბურთის აკადემიაში.

 სამტრედიამ დღეს მეთორმეტე მატჩიც მოიგო, ქარიშხალასთან, 25-15 და 24 ქულა აქვს. ყვარელმაა 19-14 დაამარცხა ფოთი და 22 ქულით მეორე ადგილზეა. ორივე გუნდმა პირველი წრე უკვე დაასრულა.

დღის საუკეთესო მატჩი კი იყო მამული – ტყიბული. ტყიბულმა 10-5 მოიგო პირვველი ტაიმი, მაგრამ შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, მამულმა ბოლო 5 წუთის წინ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა – 17-15. პასუხად, ტყიბულელმა  გოგონებმა კიდევ უფრო გაზარდეს თამაშის ტემპი და  6 უპასუხო ბურთი გაიტანეს – 21-17.

ტყიბული ამჟამად სუფთა მესამე ადგილზეა, თუმცა, ხვალ მძიმე მატჩი აქვს პეგასთან. ხვალ პირველი წრის ბოლო 4 მატჩია. თამაშები 11 საათიდან დაიწყება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05). გლდანი, 21-25 ნოემბერი

24 ნოემბერი

ბათუმი – თელავი 25-17

ტყიბული – გორი 15-13

ქუთაისი – მამული 2-13

ყვარელი – ფოთი 19-14

ქარიშხალა – სამტრედია 15-25

თელავი – წყალტუბო 20-24

პეგასი – ქუთაისი 9-0

გორი – ბათუმი 16-20

მამული – ტყიბული 17-21

ქუთაისი – ყვარელი 2-12

წყალტუბო – გორი 28-32

მსაჯები: თ. ბჟალავა, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ქ. ცინცაძე

 24 ნოემ.
      სხვ  
  სამტრედია 12   12   0   0 301-138 24  
  ყვარელი 12   11   0   1 294-168 22  
  ტყიბული 11   9   0   2 216-152 18  
  პეგასი 11   8   0   3 233-173 16  
  მამული
11   8   0   3 233-188 16
 
  ფოთი 11   6   0   5 176-140 12  
  BSG ბათუმი 11   6   0   5 179-180 12  
  ქარიშხალა 11   5   0   6 206-204 10  
  გორი 12   4   0   8 193-245 8  
  წყალტუბო 12   3   0   9 160-235 6  
  თელავი 11   1   0   10 172-267 2  
  აჭარა 11   1   0   10 96-221 2  
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

25 ნოემბერი

11:00 ფოთი – ქარიშხალა

12:00 აჭარა – თელავი

13:00 ბათუმი – მამული

14:00 ტყიბული – პეგასი

მეორე წრე: 2020 წელს

Leave a Reply