სამტრედია პირველად დამარცხდა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი გაგრძელდა ზესტაფონის სპორტის სასახლეში და სეზონში პირველი წაგება იწვნია შარშანდელმა ჩემპიონმა, ხელბურთის კლუბმა სამტრედიამ, ვისაც 27-25 მოუგო ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“.

ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ (11-11) ბათუმელებმა უკეთ ჩაატარეს მეორე ნახევარი, ხოლოჯამში 22 ბურთი გაიტანა სამმა მოთამაშემ – კახიძემ (6), კაკულიამ (8) და თურმანიძემ (6). სამტრედიელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ხელისუფალი (7). 

შედეგად, ბათუმის გუნდი 13 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და სამტრედია (17) – პირველზე, ოღონდ პოტენციური ლიდერი ორია – აჭარის გუნდმა 38-28 დაამარცხა ხელვაჩაური (ზაქარაძე 11, გაბაიძე 9 – ქორიძე 8), 15 ქულა დააგროვა და თამაშიც მარაგში აქვს.  წინაა კიდევ ორი სათამაშო დღე, 16 თებერვალსა და 16 მარტს და არაა გამორიცხული, დასავლეთის ლიგის ჩემპიონი გამოვლინდეს ბოლო ტურში, სამტრედია-აჭარის მატჩში. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ფრედ, 33-33 დასრულდა.

მესამე ადგილისთვის იბრძვიან ბათუმის გუნდი და ფოთის „ოქროს ვერძი“. ფოთელებმა დღეს ჯერ ფრედ ითამაშეს ქუთაისთან (17-17, ბჟალავა 6 – აბულაძე 9), ხოლო შემდეგ 34-15 მოუგეს წყალტუბოს. შედეგად, ბათუმს 13 ქულა აქვს, ფოთს 11 და ბათუმელების პირადი ბალანსიც უკეთესი აქვთ (24-12, 19-21).

დასავლეთში მორიგი, ბოლოსწინა ტური 16 თებერვალს ხელვაჩაურში გაიმართება, ხოლო ხვალ, თბილისში აღმოსავლეთის ლიგის თამაშებია. დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩემპიონები მარტში გაირკვევა, ამის შემდეგ კი შემდეგ გუნდები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

დასავლეთი, 9 თებერვალი, ზესტაფონი

აჭარა – ხელვაჩაური 38-28

ფოთი – ქუთაისი 17-17

ბსბ ბათუმი – სამტრედია 27-25

წყალტუბო – ფოთი 15-34

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, თ. ბჟალავა, გ.გველესიანი, დელეგატი: გ. გვაზავა

——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ

სამტრედია—-10–8—1—1–306-196–17

აჭარა————9—7—1—1–269-221–15

ბსბ ბათუმი—-10–6—1—3–245-225–13

ფოთი———–10–5—1—4–217-200–11

ქუთაისი——–9—2—2—5–185-166—6

ხელვაჩაური–10—2—2—6–229-260—6

წყალტუბო—-10—0—0–10–119-302—0

დარჩენილი სათამაშო დღეები:

16 თებერვალი, ხელვაჩაური

16 მარტი, ზესტაფონი

აღმოსავლეთი. თამაშობს 10 თებერვალს

—————-თ—მ—ფ—წ——ბ—–ქ

პეგასი——–11–11—0—0–264-82—-22

ყვარელი——9—8—0—1–202-100—16

რუსთავი—-11—7—0—4–263-242—14

ქარიშხალა—10—5—0—5–195-212–10

ქარელი——-11—5—0—6–188-211–10

გორი———–9—3—0—6–146-187—6

ლაგოდეხი—10—1—0—9—65-167—2

თელავი——-9—0—0—9–121-243—-0

Leave a Reply