სამტრედია და აჭარა ფინალურ ოთხეულში არიან
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ორი ნახევარფინალისტი ვადამდე გამოვლინდა – სამტრედიამ 33-18 დაამარცხა ქარიშხალა და A ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. B ჯგუფში აჭარის გუნდმა 34-30 მოუგო წლების განმავლობაში დაუმარცხებელ პეგასს და ასევე გავიდა ნახევარფინალში. დანარჩენი ორი საგზურის მფლობელი ხვალ გამოვლინდება სპორტკომპლექს არენაში.
პეგასი ამ ასაკობრივ კატეგორიაში უცვლელი ჩემპიონი იყო, მაგრამ ახლა გუნდს აკლია 4 ტრავმირებული მოთამაშე (კალანდაძე, ნ. ჟვანია, მეგრელიშვილი, კაკაბაძე) და შანსი სხვა გუნდებსაც მიეცათ. პეგასს ხვალ, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებთან აქვს გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ასეთივე იქნება ფოთის ოქროს ვერძისა და ქარიშხალას თამაში – ფოთელებს ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნით, ქარიშხალას გამარჯვების შემთხვევაში კი, თბილისელებთან ერთად შანსი ყვარლის გუნდსაც მიეცემა.
ამ ჩემპიონატზე დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და ოთხივე მატჩი დასავლეთის გუნდმა მოიგო! რა თქმა უნდა, დღის მშვენება იყო პეგასისა და აჭარის უკიდურესად დრამატული და საკმაოდ ხარისხიანი შეხვედრა.
აჭარამ ტაიმი 15-14 მოიგო, მაგრამ მეორის დასაწყისში პეგასმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა: 23-18. აჭარა არ დანებდა და გაბაიძემ ანგარიში გაათანაბრა (25-25), თუმცა, პეგასელებმა, ჟვანიამ და კოხრეიძემ ზედიზედ გაიტანეს 2-2 გოლი, მეკარე გორგოძიანმა კი ორი შვიდმეტრიანი მოიგერია – 29-25, პეგასი – თუმცა, მწვრთნელ ირაკლი სიხარულიძის გუნდი ამ სიტუაციიდანაც გამოძვრა კი არა და, დასკვნითი მონაკვეთი 9-1 მოიგო. შაინიძემ გაათანაბრა, ხოლო ზაქარაძემ პირველად დააწინაურა აჭარა – 30-29. ჩემპიონმა გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ კიდევ სამი გოლი მიიღო, ბოლო წამზე კი შაინიძემ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 34-30.
პეგასის ამ თაობის გუნდი ბოლო ხუთ სეზონში პირველად დამარცხდა, თუმცა, ლიდერების არყოფნაში თავი გამოიჩინა რამდენიმე სხვა მოთამაშემ – მაგალითად მარჯვენა გარემარბმა კოხრეიძემ თავისი კუთხიდან თორმეტჯერ დაარტყა და 10 გოლი გაიტანა. რამდენიმე ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა აჭარისა და სხვა გუნდებშიც.
ჯგუფური ეტაპი ხვალ სრულდება, ზეგ ნახევარფინალია, 27 მაისს – ფინალები.
ხელბურთი. საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი 2017-18
ფინალური ტურნირი. არენა 2. ჯგუფური ეტაპი 2 ტური, 24 მაისი.
A ჯგუფი——–თ—მ—ფ—წ——ბ——ქ
სამტრედია—-2—2—0—0—65-37—4
ფოთი———-2—1—0—1—52-59—2
ყვარელი——-2—0—1—1—48-54—1
ქარიშხალა—–2—0—1—1—39-54—1
სამტრედია – ქარიშხალა 33-18
სამ: შველიძე 1 – ძნელაძე 9, ხომერიკი 7, თევზაძე 6, ადამია 4, ხელისუფალი 4, ნადირაძე 2, მანაგაძე, ქავზინაძე, აფრიდონიძე, დუნდუა – მწვ. ხელისუფალი, ქავზინაძე
ქარ: ალიევი, ძაბახიძე – მუკბანიანი 6, ბეინაშვილი 4, გურასპაული 3, ხაჟომია 2, ჩაფიძე 2, ცანავა 1, ვარადაშვილი, ბუთხუზი, თხილავა, კურტანიძე, მჭედლური, კოკოლია – მწვ. მწვ. ქობელაშვილი, სამადაშვილი
მსაჯები: გელა გველესიანი – ირაკლი გოგოლაძე
ყვარელი – ფოთი 27-33
ყვ: დათუაშვილი, გარსევანიშვილი – ბაქრაძე 8, ნაწილაშვილი 7, მამისაშვილი 5, ძამაშვილი 3, ღონიაშვილი 3, ბეუქლიშვილი 1, ოსიაშვილი, ჭიღლაშვილი, ყანჩელიშვილი, – მწვ. ღონიაშვილი, ხარებაშვილი
ფოთ: კეკუა, გოგოხია – დიდია 11, ცირდავა 6, ფანცულაია 5, მელიავა 5, პაჭკორია 3, გ. ბჟალავა 2, მიმინოშვილი 1, სიორდია, ხურცილავა, გოგია, თუნთია – მწვ. ჭანტურია, ჟვანია
მსაჯები: ზურაბ აბრამიშვილი – ირაკლი გოგოლაძე
23 მაისი: ფოთი – სამტრედია 19-32, ყვარელი – ქარიშხალა 21-21
B ჯგუფი——–თ—მ—ფ—წ——ბ——ქ
აჭარა———–2—2—0—0—67-60—4
BSB ბათუმი—2—1—0—1—68-58—2
პეგასი———-2—1—0—1—61-54—2
თელავი——–2—0—0—2—45-69—0
BSB ბათუმი – თელავი 38-25
ბათ: ვარშალომიძე, კაჭარავა, გოგიტიძე – მახაჭაძე 12. ცხადაია 7, თურმანიძე 7, კაკულია 4, ჭურკვეიძე 3, კახიძე 3, გორდელავა 2, სტოლბოვი, ანთიძე – მწვ. კაკულია, ბზეკალავა
თელ: ილაშვილი, მანაგაძე – გოდელაშვილი 18, მირიანაშვილი 3, ხოხობაშვილი 1, მაისურაძე 1, იოსებაშვილი 1, კაშიაშვილი 1, კოკოზაშვილი, ქევხიშვილი, სტეფანიშვილი, დავითნიძე, გიგიტელაშვილი – მწვ. მამალაშვილი
მსაჯები: ნიკა კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი
პეგასი – აჭარა 30-34
პეგ: გორძოძიანი – კოხრეიძე 11, დ. ჟვანია 5, ჭანტურია 5, დგებუაძე 3, პატაშური 3, შუბითიძე 2, კობახიძე 1, ტაბატაძე, ჯერანაშვილი, რეხვიაშვილი – მწვ. კალანდაძე, სახვაძე
აჭ: ცინცაძე, თორ. ქამადაძე – გაბაიძე 11, ზაქარაძე 8, შაინიძე 6, დუმბაძე 5, გეიერი 2, მარკოიძე 2, ისმაილოვი, დავითაძე, ტარიელიძე, თემ. ქამადაძე, აბულაძე, ფარტენაძე – მწვ. სიხარულიძე, ურუშაძე
მსაჯები: ზურაბ აბრამიშვილი – გელა გველესიანი
23 მაისი: BSB ბათუმი – აჭარა 30-33, თელავი – პეგასი 20-31
25 მაისი
12:00 აჭარა – თელავი
13:20 ქარიშხალა – ფოთი
14:40 პეგასი – BSB ბათუმი
16:00 სამტრედია – ყვარელი
26 მაისი, ნახევარფინალი
12:00 A3 – B4
13:20 B3 – A4
14:40 A1 – B2
16:00 B1 – A2
27 მაისი, ფინალი
12:00 7-8 ადგილები
13:20 5-6 ადგილები
14:40 3-4 ადგილები
16:00 1-2 ადგილები