საერთაშორისო ტურნირი სპორტის სასახლეში

4-6 აპრილს თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს ხელბურთში. მონაწილეობენ საქართველოს, იტალიისა და ფინეთის ეროვნული ნაკრებები და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები.

აპრილის დასაწყისი ევროპულ ხელბურთში სანაკრებო დროა – თუ ოფიციალური ტურნირიდან თავისუფალია, ყველა გუნდი ცდილობს, დრო უქმად არ დაკარგოს და საწვრთნელ შეჯიბრებაში მიიღოს სათამაშო პრაქტიკა. ჩვენმა ხელბურთის ფედერაციამაც ამ ტურნირის ორგანიზება გადაწყვიტა.

უნდა ჩამოსულიყო კიდევ ერთი, ისრაელის ეროვნული ნაკრები, მაგრამ, სამწუხაროდ, იქაურ კლუბებსა და ფედერაციას შორის შეუთანხმებლობის გამო, შეჯიბრების დაწყებამდე 4 დღით ადრე მათ უარი შემოთვალეს. შესაბამისად, მეოთხე გუნდად შეჯიბრებაში ჩაებმება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები.

თბილისის ტურნირის მონაწილე ოთხივე გუნდს თავისი სამომავლო მიზანი აქვს – ისრაელი და იტალია შემოდგომაზე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი შესარჩევ ტურნირს დაიწყებენ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამავე დროს ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ რაუნდში უნდა ჩაებას, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს კი ივლისში, მონტენეგროში, ევროპის ჩემპიონატი აქვს. შესაბამისად, ტურნირი მზადების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და წმინდა სპორტული ინტერესის გამოც.

ეს მეორე ტურნირი იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, მაკედონიელი დონე ბოშკოვსკისა და მისი ასისტენტის, ტიტე კალანდაძისთვის. 2018 იანვარში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევმა ტურნირმა, ლიტვის, ლატვიისა და ისრაელის წინააღმდეგ, გვიჩვენა, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც კარგი ნაზავია გამოცდილი ხელბურთელებისა და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდების. მიზანი კი მარტივია – შემოდგომაზე ჩვენ აუცილებლად უნდა გადავლახოთ პირველი შესარჩევი რაუნდი და გავიდეთ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარ საკვალიფიკაციო ეტაპზე – ანუ თვისობრვად ახალ დონეზე, სადაც საქმე უკვე ევროპული ხელბურთის გრანდებთან გვექნება.

ეროვნულ გუნდს თბილისის ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით უნდა ეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ თეიმურაზ ორჯონიკიძე და ლექსო წითელიშვილი. შედეგად, გუნდი კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა და შეივსო რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდით. ისინი ეროვნულსა და ახალგაზრდულ გუნდს შორის გადანაწილდნენ იმის, მიხედვით, ვის როგორი სათამაშო დრო შეიძლება ჰქონდეს. შედეგად, ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება სამი ჭაბუკს – 18 წლის მეკარე ირაკლი დიხამინჯიას, მისი ტოლ გიორგი ქათამაძეს და ტიტე კალანდაძის ვაჟს, 16 წლის ნიკოლოზს, რომელსაც ეროვნულ ჩემპიონატში უკვე გამოუჩენია თავი. სამივე, გიორგი ლაპიაშვილთან და გიორგი ცხოვრებაძესთნ ერთად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრია – იმ გუნდის, რომელსაც აგვისტოში თელავში ევროპის ჩემპიონატი აქვს.

ახალგაზრდული გუნდის მონაწილეობა ბოლო მომენტში, ისრაელის უარი შემდეგ გადაწყდა. გუნდის ბირთვს ოცწლამდელთა ნაკრების წევრები წარმოადგენენ, მთავარი მწვრთნელია გიორგი გვაზავა, ხოლო კონსულტანტი – მერაბ მეტრეველი. აქ არის რამდენიმე თვრამეტწლამდელიც და ორი-სამიც ახალგაზრდა, 1996 წელს დაბადებული მოთამაშე. შედეგად, ლეგიონერთა გარდა, საქართველოს ორ ნაკრებს ეროვნული ჩემპიონატის 7 გუნდის ხელბურთელები წარმოადგენენ.

საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს პირდაპირ ეთერში გადასცემს SILK უნივერსალი, დანარჩენი სამი მატჩი გადაიცემა SILK სპორტზე. ტრადიციულად, იქნება პირდაპირი სტრიმიც ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA, თუმცა, ყველაფრის ნახვა, რა თქმა უნდა, ცოცხლად სჯობს, სპორტის სასახლეში შესვლა კი თავისუფალი იქნება.

ხელბურთი. საერთაშორისო ტურნირი. 4-6 აპრილი, თბილისის სპორტის სასახლე. კაცები

საქართველო, იტალია, ფინეთი (ეროვნული ნაკრებები), საქართველო (ახალგაზრდული)

4 აპრილი

15:00 ფინეთი – საქართველო (ახალ.)

17:00 საქართველო – იტალია

5 აპრილი

15:00 იტალია – ფინეთი

17:00 საქართველო – საქართველო (ახალ.)

6 აპრილი

15:00 იტალია – საქართველო (ახალ.)

17:00 საქართველო – ფინეთი

მსაჯები: ინა ჭკუასელი – გელა გველესიანი

ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი

ტექნიკური დელეგატი: ლევან გელაშვილი

საქართველო

GK 22. შოთა თევზაძე (1981, 200, ფოჩანი, რუმ), 16. გიორგი ხარაიშვილი (1998, 194, იმედი თელავი), 1. ირაკლი დიხამინჯია (2000, 190, პეგასი) – LW 7. ხაზეინ რუსტამოვი (1998, 178, ქუთაისი), 15. გიორგი ქათამაძე (2000, 185, პეგასი) – LB 9. სერგო დათუკაშვილი (1978, 198), 20. ზურაბ გოგავა (1998, 195, პეგასი), 21. ზეზვა იბაშვილი (1998, 196, იმედი თელავი) – CB 8. ირაკლი ჩიქოვანი (კელერაში, რუმ; 1989, 198), 26. შალვა სტურუა (1994, 191, ბათუმი), 14. ნიკოლოზ კალანდაძე (2002, 194, პეგასი) – RB 24. რატი მსხვილიძე (1986, 208, რაბოტნიკი, მკდ), 11. გიორგი ცხოვრებაძე (2001, 193, მონპელიე, საფ) – RW 23. რევაზ ჭანტურია (1982, 178, პელისტერი, მკდ), 71. გიორგი დიხამინჯია (1997, 190, მიდტიულანდი, დან) – P 3. გიორგი ლაპიაშვილი (2000, 195, პეგასი)

მთავარი მწვრთნელი: დონე ბოშკოვსკი, მკდ; მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი

საქართველო (ახალგაზრდული)

GK 12. ზურაბ ცინცაძე (1996, 185, იმედი თელავი), 1. სანდრო ხანდოლიშვილი (1998, 185, სტუ-ქარიშხალა), 16. იური სილაგაძე (2000, 194, წყალტუბო) – LW 77. ზურაბ აბრამიშვილი (1994, 193, ბათუმი), 10. გიორგი დოლმაზაშვილი (1998, 180, იმედი თელავი) – LB 44. გივი გიორგაძე (1996, 194, იმედი თელავი), 17. დავით ყორიაული (1998, 1999, იმედი თელავი) – CB 9. გიგა ბაინაზიშვილი (1998, 178, იმედი თელავი), 21. გიგა ზარნაძე (1999, 193, პეგასი) – RB 13. კა ბულბულაშვილი (1998, 190, ბათუმი), 24. გიორგი კუხალაშვილი (2000, 193, პეგასი) – RW 23. ირაკლი გოგოლაძე (1996, 178, ბათუმი), 18. ნიკოლოზ ცისკარიშვილი (1997, 180, იმედი თელავი), 55. დავით ნიაზაშვილი (2000, 180, გორი) – P 8. გიორგი მიქავა (1998, 194, იმედი თელავი), 11. რატი გვაზავა (1998, 202, პეგასი)

მწვრთნელები: გიორგი გვაზავა, მერაბ ეტრეველიმეკარეთა მწვრთნელი ამირან კომახიძე

იტალია

GK 1. თომას პოსტონია (1993, 185, კოპერი, სლნ), 12. დარიო ფერანტე (1993, 188, არაუ, შვც), 16. ვიტო ფოვიო (1979, 184, ფაზანო) – LW 13. დემის რადოვჩიჩ (1988, 180, ფაზანო), 14. სტეფანო არჩიერი (1998, 186, ჩინგოლი) – LB 2. ალესიო მორეტი (1994, 190, ბოლცანო), 6. დავიდე ბულძამინი (1995, 197, ვერნონი, საფ) 10. ფრანჩესკო ვოლპი (1986, 205, ვიზე, ბელ) – CB 4. რატკო სტარჩევიჩ (1994, 185, მერანო), 23. დეიან ტურკოვიჩ (1987, 183, ბოლცანო, შვც), 25. პაბლო მაროკი (1986, 188, ვერნონი, საფ) RB 8. ჯულიო ვენტური 1989, 202, ფაზანო), 33. მიკელე სკატარ (1985, 195, სტრასბური, საფ) – RW 9. მარტინ ზონერერ (1992, 182, ბოლცანო), 20. კარლო სპერტი (1995, 179, კონვერსანო) – P 5. პასკუალე მაიონე (1982, 197, ფაზანო), 32. ანდრეა პარიზინი (194, 193, ანჟერი, საფ), მარტინ დოლდან (1987, 193, კუენკა, ესპ)

მთავარი მწვრთნელი: რიკარდო ტრილინი; მწვრთნელები: სერჯო პალაცი, იურგენ პრანტნერ; ექიმები: ვალერიო ანდრეოცი, ვინჩენცო სილვესტრი; მენეჯერი: სილვანო სეკა

ფინეთი

GK 25. ტუომას ლაიტინენ (1988, 180, ვანტაა), 30. კარი მაკელა (1993, 190, დიკენი) – LW 4. იოაკიმ ბრომან (1990, 180, დიკენი) – LB 10. იან-ნიკო რონბერგ (1992, 190, რიიჰიმიაენ კოქსი), 18. ანდრე უდდ (1996, 196, რიიჰიმიაენ კოქსი), 20. რობინ გრანლუნდ (199, 205, დიკენი), 45. ვინსენტ ვოუტილაინენ (1997, 198, SIF) – RB 6. ოსკარ კილშტედტ (1991, 185, ბკ-46), 8. იოჰან გრიპენბერგ (1996, 184, დიკენი), 15. რიკარდ სუნდბერგ (1992, 190, გრიფკ), 17. იან მარტინ (1997, 188, კარლსკრუნა, შვდ) – RW 3. მირო კოლიონენ (1992, 176, გრიფკ), 19. რონი სიურიალა (1995, 180, რიიჰიმიაენ კოქსი), 27. ტოპიას ლაინე (1996, 180, ბკ-46), 36. ნიკლას ალგრენ (1989, 191, ჰიფკ) – P 7. ფრედრიკ ფორს (1994, 190, გრიგკ), 13. იან-რობინ შომან (1992, 195, რიიჰიმიაენ კოქსი)

მთავარი მწვრთნელი: კაი კეკი, მწვრთნელები: იონ ჰოლფასტ, ტონი კალიო, ექიმი: კრისტიან ანდერსონ

Leave a Reply