სიახლეები
საანგარიშო ყრილობა
გუშინ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა სპორტული ანგარიში – ბაღების და სასკოლო ხელბურთის, ეროვნული ნაკრებების და ჩემპიონატების კუთხით 1 წლის შესრულებული მუშაობა.
ფედერაციამ ოფიციალურად წარადგინა პროექტი “იცხოვრე ხელბურთით”, რომლის ფარგლებშიც თითოეული მიმართულების ხელმძღვანელმა გააკეთა გეგმის პრეზენტაცია. გარდა ამისა, პროექტში ჩართული იქნება ფედერაციაში არსებული ყველა რეგიონული ფედერაცია და სახელბურთო კლუბი, რომლებსაც საჭიროებებიდან გამომდინარე გადაეგზავნებათ მარკეტინგული ჯგუფის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა.
ყრილობაზე ასევე წარმოდგენილ იქნა კლუბების დაფინანსების პროგრამა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყო.