რვავე ფინალისტი გამოვლინდა

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში ჭაბუკთა შორის, გამოვლინდა ფინალური ტურნირის რვავე მონაწილე. დასავლეთის ჩემპიონი გახდა სამტრედია, აღმოსავლეთისა – პეგასი. ფინალური ტურნირი საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის მაისში გაიმართება. 

დასავლეთში სამწრიანი შეჯიბრება კვირას დასრულდა ტყიბულის სპორტის სასახლეში. სამტრედიამ 21-13 მოუგო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს, რომელსაც ქულით ჩამორჩებოდა და ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილზე გავიდა აჭარის გუნდი.  აქ საინტერესო იყო, ვინ მოიპოვებდა ფინალური ტურნირის მეოთხე საგზურს – ქუთაისმა დაამარცხა ხელვაჩაურის გუნდი, 28-16, მაგრამ ფოთის ოქროს ვერძმა მოუგო აჭარას, 22-19, ქუთაისს ქულით გაასწრო და მეოთხე ადგილზე გავიდა.

აღმოსავლეთში სათამაშოა კიდევ სამი მატჩი. ჩემპიონი აქ დიდი ხნის წინ გამოვლინდა – თბილისის პეგასი, ბოლო ტურში კი ქარიშხალა-ყვარლის შეხვერდაში გაირკვევა, ამ ორი გუნდიდან ვინ გავა მეორე ადგილზე. მეოთხე საგზური გაინაღდა თელავის გუნდმა – რუსთავი თელაველებს 3 ქულით ჩამორჩებოდა და თამაში მარაგში ჰქონდა, მაგრამ დამარცხდა ყვარელთან, 15-22 და შანსები დაკარგა.  

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

დასავლეთი15 აპრილი, ტყიბული. 

ქუთაისი-ხელვაჩაური 28-16

აჭარა-ფოთი 19-22

სამტრედია-BSB ბათუმი 21-13

საბოლოო——თ—-მ—-ფ—წ———ბ——–ქ

სამტრედია–15–11—3—1—348-252—25

BSB ბათუმი-15–11—2—2—367-296—24

აჭარა———15–10—0—5—403-327–20

ფოთი———15–5—1—9—319-336—11

ქუთაისი—–15—4—2—9—317-425—10

ხელვაჩაური-15—0—0–15–328-446—-0

აღმოსავლეთი. 14 აპრილი, არენა 2

ქარელი-პეგასი 16-46

ყვარელი-რუსთავი 22-15

ქარიშხალა-ქარელი 44-29

ყვარელი-გორი 24-20

——————თ—მ—-ფ—-წ——–ბ——–ქ

პეგასი——–18–18—0—0—568-223—36

ქარიშხალა—17–13—0—4—412-367—26

ყვარელი—–17–12—1—4—345-301—25

თელავი——17—6—1–10—352-400—13

რუსთავი—–17—5—0–12—310-432—10

გორი———17—3—0–14—261-389—-6

ქარელი——17—2—0–15—359-495—-4

28 აპრილი: გორი-ქარელი, ყვარელი-ქარიშხალა, რუსთავი-თელავი

Leave a Reply