პსჟ და ბარსელონა მეოთხედფინალში არიან  

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა ტურის შემდეგ გაირკვა ჯგუფების გამარჯვებულთა ვინაობა – პირველი ადგილები და პირდაპირ მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდეს პარი სენ ჟერმენმა და ბარსელონამ. ბოლო ტურში გასათამაშებელია მერვედფინალის ერთადერთი საგზური. 

მიმოხილვა, მე-13 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-13/1466003

B ჯგუფში პლეიოფი გაინაღდეს ზაპოროჟიეს მოტორმა და ზაგრებმა, ხოლო A ჯგუფში ბოლო საგზურისთვის სამი პრეტენდენტია – შარშანდელი ჩემპიონი მონპელიე, ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი და შვედეთის კრისტიანსტადი. მონპელიე თითქოს უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან მხოლოდ საკუთარ შედეგზეა დამოკიდებული, მაგრამ სკოპიეში აქვს მოსაგები ვარდართან.

მიმოხილვა, ქალები, მე-8 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-10/1466013

ქალთა ტურნირზეც ერთადერთი საკითხიღა დარჩა გასარკვევი დარჩენილ ორ ტურში – მეოთხედფინალის ბოლო საგზურისთვის იბრძოლებს ორი დანიური გუნდი, კობენჰავნი და ოდენსე.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

პირველი ჯგუფური ეტაპი, 13 ტური, 20-24 თებერვალი

A: ბარსა 22 – ვესპრემი 18, ვარდარი 17, რაინ-ნეკარი 14, კელცე 14, მონპელიე 7 – მეშკოვი 7, კრისტიანსტადი 5

რაინ ნეკარი (გერ) – კელცე (პოლ) 30-29

კრისტიანსტადი (შვდ) – ვარდარი (მკდ) 30-32

ვესპრემი (უნგ) – მეშკოვბრესტი (ბლრ) 28-20

მონპელიე (საფ)  ბარსა (ესპ) 28-36

B: პსჟ 24 – სეგედი 19, ფლენზბურგი 14, ნანტი 13, ზაპოროჟიე 11, ზაგრები 10 – ცელიე 7, სკიერნი 6

ნანტი (საფ) – სეგედი (უნგ) 29-26

ცელიე (სლნ) – პარი სენ ჟერმენი (საფ) 32-36

ზაგრები (ხორ) – ფლენზბურგი (გერ) 21-22

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – სკიერნი (დან) 33-23

A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

ბოლო ტური: 2-3 მარტი. ვარდარი-მონპელიე, მეშკოვი-კრისტიანსტადი

C და D ჯგუფები, პლეიოფი

სპორტინგი (პორ)  – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 32-31 (საპასუხო: 28.02)

ვისლა პლოცკი (პოლ) – სილკებორგი (დან) 22-26 (საპასუხო: 03.03)

—-

ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები

მეორე ჯგუფური ეტაპი. მე-8 ტური, 23-24 თებერვალი

A ჯგუფიმეცი 13, როსტოვი 11, ბუდუჩნოსტი 10, კობენჰავნი 6 – ოდენსე 6, ბრესტ-ბრეტონი 2

როსტოვი (რუს) – მეცი (საფ) 18-26

კობენჰავნი (დან) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 31-20

ბრესტ-ბრეტონი (საფ) – ოდენსე (დან) 24-29

B ჯგუფი: დიორი 15, კრისტიანსანდი 10, ბუკურეშტი 10, ფერენცვაროში 9 – კრიმი 3, ტიურინგერი 1

CSM ბუკურეშტი (რუმ)  – დიორი (უნგ) 25-27

კრისტიანსანდი (ნორ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 29-21

ფერენცვაროში (უნგ) – ტიურინგერი (გერ) 30-29

მე-9 ტური: 2-3 მარტი

მეოთხედფინალში გადის 4-4 საუკეთესო 

Leave a Reply