პრომეთემ კინაღამ აიწყვიტა
ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატზე კინაღამ სენსაცია მოახდინა აუტსაიდერმა, წყალტუბოს „პრომეთემ“, ვინც ბოლომდე ებრძოლა მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისს და მხოლოდ ერთი ბურთით დამარცხდა, 29-30. ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ მოუგო სამტრედიას, 35-28 და ცხრიდან 9 მოგებით ლიდერობს.
წყალტუბოს გუნდის სამი მოთამაშე, სილაგაძე, ხელაძე და გველესიანი 2018 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში თამაშობდა თბილისში, ევროპის ჩემპიონატზე. დღევანდელმა მატჩმა ძირითადად მათ კისერზე გადაიარა. ნოე გოგიძის გუნდმა ტაიმი 15-14 მოიგო, გიორგი ხელაძეს კი 12 გოლი ჰქონდა გატანილი, იური სილაგაძეს – თითქმის ამდენი მოგერიებული.
ქუთაისმა მეორე ნახევარში მოახერხა წინ გასვლა და ყველა გარდატეხას ელოდა, მაგრამ დასრულებამდე 6 ქუთით ადრე წითელი ბარათი მიიღო ქუთაისელმა სტურუამ, ანგარიში 25-25 იყო, მალე კი ხელაძემ შვიდმეტრიანიდან სამი ბურთით დააწინაურა წყალტუბო – 28-25.
აქ უკვე გველესიანი გააძევეს ორი წუთით, ლევან იმნაძემ გაათანაბრა, ხოლო გამზარდიამ წინ გაიყვანა ქუთაისი – 30-28. ინტრიგა მაინც დარჩა – ხელაძემ ისევ გაიტანა, ქუთაისელთა ბოლო შეტევაში რუსტამოვის დარტყმა სილაგაძემ მოიგერია და „პრომეთეს“ გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა – ბოლო ცხრამეტრიანის დასარტყმელად, უკვე სირენის შემდეგ, გამოვიდა წყალტუბოელებს შორის ყველაზე მაღალი, მეკარე სილაგაძე, მაგრამ ვერ გაიტანა – 29-30.
ქუთაისი-წყალტუბო: https://www.youtube.com/watch?v=xoNkn2e15e8
ასეთი მძაფრი არა, მაგრამ ბრძოლა იყო მეორე მატჩშიც, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონმა გაიმარჯვა: ბათუმი – სამტრედია 35-28 (18-15).
ხვალ 14 საათზე მთავარი მატჩია, რომელშიც ერთმანეთს შეხვდებიან შარშანდელი ფინალისტები, ქუთაისი და ბათუმი. ხვალვე თამაშობენ სამტრედია და წყალტუბო. აღმოსავლეთის ოთხეული 5-7 თებერვალს თბილისში შეიკრიბება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ, 4 საუკეთესო გუნდი მაისში საჩემპიონო პლეიოფს გამართავს.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
https://www.facebook.com/GEONHF/
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა
დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე, 30 იანვარი
BSB ბათუმი – სამტრედია 35-28
ბათ: ხანდოლიშვილი, ვარშალომიძე – სიმონია 11, გოგოლაძე 7, ტიელიძე 6, სურმავა 4, მჟავანაძე 3, თევზაძე 1, კოხრეიძე 1, წივწივაძე 1, ბერძენიშვილი 1, აბრამიშვილი
სამ: შველიძე – აფრიდონიძე 6, ხელისუფალი 6, გაგუა 6, ძნელაძე 4, ადამია 3, თევზაძე 2, ხონელიძე 1, ხომერიკი, ქავზინაძე, ნადირაძე, დიდია, მანაგაძე, ფახურიძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი
ქუთაისი – წყალტუბო 30-29
ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, ანდრიაძე – გამზარდია 6, სტურუა 6, რუსტამოვი 6, ბულბულაშვილი 4, მერკვილაძე 3, ფერაძე 2, კობახიძე 1, ჯ. იმნაძე 1, ლ. იმნაძე 1, ჯუღელი, ლომიძე
წყ: სილაგაძე, აფხაძე – ხელაძე 19, გველესიანი 6, დარსაველიძე 3, ბაბუნაშვილი 1, მუკბანიანი, ქაშიბაძე, გ. აფხაძე, ნიჟარაძე, კახაია
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი
——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
BSB ბათუმი—-9—9—0—0—403-241–18
ქუთაისი——–9—7—0—2—360-251–14
პეგასი———–7—5—0—2—298-201–10
იმედი-სტუ—–7—5—0—2—235-206–10
გორი————7—3—0—4—248-289—6
სპორტუნი——7—2—0—5—221-297—4
სამტრედია—–9—1—0—8—246-352—2
წყალტუბო—–9—0—0—9—211-385—0
31 იანვარი
14:00 სამტრედია – წყალტუბო
16:00 ქუთაისი – BSB ბათუმი
აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი