პლეიოფი წაგებით დაიწყეს
რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატში, სადაც სამი ქართველი თამაშობს, დაიწყო პლეიოფის სტადია. მეოთხედფინალში ბრძოლა ორ მოგებამდეა, შოთა თევზაძის, ვლადიმერ რუსიასა და ირაკლი ჩიქოვანის კლუბებმა პირველი მატჩები წააგეს.
ვლადიმერ რუსიას ოდორჰეიმ რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და მეოთხედფინალში, პოტაისა ტურდასთან, მესამე მატჩში საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს, თუმცა, ოდორჰეიმ პირველი თამაში შინ წააგო – 26-29 და ახლა მეტოქე ორჯერ ჰყავს დასამარცხებელი – 29 აპრილს, ტურდაში და, თუ მოიგო, 4 მაისს – უკვე საკუთარ მოედანზე. ვლადიმერ რუსიამ პირველ მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ოდორჰეის ხელმძღვანელობა მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და ფედერაციაში რაპორტი შეიტანა.
4 გოლი გაიტანა ირაკლი ჩიქოვანმაც, მისი კლუბი, პოლიტექნიკა ტიმიშოარა კი სტუმრად დამარცხდა ბუქარესტის სტიაუასთან – 26-29. მეორე მატჩი 29 აპრილსაა ტიმიშოარაში. ამავე დღეს თამაშობს მეკარე შოთა თევზაძის რეშიცა, ვინც პირველ წრეში ყველაზე ნაკლები სხვაობით დამარცხდა – სტუმრად, CSM ბუქარესტთან – 29-30.
სეზონი სრულდება მაკედონიაში. რევაზ ჭანტურიას ახალი კლუბი, პელისტერი ფინალურ ექვსეულში ვერ მოხვდა, თუმცა, ლიგაში დასარჩენ პლეიაუტის ტურნირში პირველ ადგილზეა 12 თამაშიდან 9 მოგებით,