პირველი მოგება კარგი თამაშით
თბილისის ოლიმპიას გუნდმა მეორე მატჩი 31-26 მოუგო ბაქოს სპორტის აკადემიის გუნდს და საქართველო-აზერბაიჯანის ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატზე 3 ქულით მესამე ადგილზეა. ამ მატჩის შემდეგ ტურნირზე შესვენებაა, 8-9 დეკემბერს კი ბაქოში ვეთამაშებით ყარაბაღს.
თამაში: https://www.youtube.com/watch?v=OtY3J-PTQqk
გუშინდელი, დრამატული ფრის შემდეგ ასევე დაძაბულად წარიმართა მეორე მატჩი. პირველი ნახევრის შემდეგ ფრე იყო (15-15), მეორის დასაწყისში ბაქოს გუნდი ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ, იდმან აკადემიასის გუნდში ძირითადი დატვირთვა 6 ხელბურთელზე მოდიოდა, მაშინ როცა ოლიმპიას მწვრთნელთა დუეტი, ორჯონიკიძე-პორტნოი რაციონალურად აწარმოებდა შემადგენლობის როტაციას. წესით, სტუმრები თამაშის ბოლოსკენ უნდა დაღლილიყვნენ და ასეც მოხდა.
ბოლოსკენ აკადემიის მწვრთნელი ალიბალა მამედოვი იძულებული გახდა, დაესვენებინა ლიდერები, დერიაბინა და მუსაევა და ოლიმპიაც ზუსტად აქ დაწინაურდა (23-20), ხოლო როდესაც ჯგერენაიამ ანგარიშიი 29-23 გახადა, ცხადი გახდა, რომ მასპინძლები მოიგებდნენ. საბოლოოდ, 31-26.
თამაშიდან გატანილი 28 გოლიდან ოლიმპიას უკანა ხაზის ანგარიშზეა 14 (ე. ჩხაიძე 6, ჯგერენაია 5, ქიტესაშვილი 3), ამდენივე დაუგროვდათ წინახაზელებს (გოგია 6, ა. ჩხაიძე 2. შახულოვი 2 – თეთრაშვილი 3, დვალიშვილი 1; თითო შვიდმეტრიანი შეაგდეს ქიტესაშვილმა, ჯგერენაია და გოგიამ), რაც იმის მანიშნებელია რომ ჩვენმა გუნდმა დაბალანსებული თამაში აჩვენა და მოგებაში წვლილი ყველა მოთამაშემ შეიტანა.
საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი პირველად იმართება. მონაწილეობს 5 აზერბაიჯანული და ერთ ქართული კლუბი. სულ, აპრილის ბოლომდე, ოთხწრიან ტურნირში, გუნდები 20-20 მატჩს გამართავენ.
ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19
26 ოქტომბერი. თბილისი, არენა 2
ოლიმპია თბილისი – იდმან აკადემიასი (აზე) 31-26
ოლი: ჯავახია, ჩავჩიძე – გოგია 7, ე. ჩხაიძე 6, ჯგერენაია 6, ქიტესაშვილი 4, თეთრაშვილი 3, ა. ჩხაიძე 2, შახულოვი 2, დვალიშვილი 1, ჩირგაძე, ბჟალავა, მ. ცინცაძე, ქებაძე, იაშვილი, კორძაია
იდმ: სალამოვა, აბუშევა – მუსაევა 6, დერიაბინა 5, ალიევა 5, გრაბოვსკაია 4, ჰუსეინოვა 3, ნაზაროვა 3, ფატკინა, შუბინა, აღაბეკოვა, გულიევა
მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი, თამაზ კევლიშვილი; დელეგატი: ისქანდერ ასქეროვი (აზე)
წინა მატჩები: 6 ოქტ. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 44-18, ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 33-26, აზერსუ – ოლიმპია 46-17 – 7 ოქტ. აზერსუ – ოლიმპია 34-21 – 13 ოქტ. განჯლარ ბირლიი – აზერსუ 21-51, აზერიოლი – ყარაბაღი 26-20 – 20 ოქტ. იდმან აკადემიასი – განჯლარ ბირლიი 36-25, აზერსუ – აზერიოლი 28-27 – 20 ოქტ. ოლიმპია – იდმან აკადემიასი 24-24
———————–თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ
აზერსუ————–4—4—0—0–159-86—8
აზერიოლი———-3—2—0—1—97-66—4
ოლიმპია————-4—1—1—2—93-130–3
იდმან აკადემიასი–4—1—1—2–112-113–3
ყარაბაღი————2—1—0—1—53-52—2
განჯლარ ბირლიი–3—0—0—3—64-131–0
5-6 ტური, 8-9 დეკემბერი. ბაქო. ყარაბაღი – ოლიმპია თბილისი
აზერბაიჯან-საქართველოს თასი. პირველი ეტაპი
14 დეკემბერი. ბაქო. აზერიოლი – ოლიმპია
15 დეკემბერი. ბაქო. აზერსუ – ოლიმპია
7-8 ტური. 20-21 დეკემბერი. თბილისი. ოლიმპია – განჯლარ ბირლიი
9-10 ტური, 10-11 იანვარი. თბილისი. ოლიმპია – აზერიოლი
11-12 ტური, 24-25 იანვარი. თბილისი. ოლიმპია – აზერსუ
13-14 ტური, 7-8 თებერვალი. თბილისი. ოლიმპია – ყარაბაღი
15-16 ტური, 23-24 თებერვალი. ბაქო. აზერიოლი – ოლიმპია თბილისი
17-18 ტური.16-17 მარტი. ბაქო. იდმან აკადემია – ოლიმპია თბილისი
19-20 ტური, 20-21 აპრილი. ბაქო. განჯლარ ბირლიი – ოლიმპია თბილისი