ნაკრებებისაერთაშირისო ტურნირებისიახლეები
პირველი მატჩი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 6 ნოემბერს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 10 ნოემბერს თბილისში ისლანდიას დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდი მე-3 ჯგუფში ასპარეზობს ისლანდიასთან, საბერძნეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად.
თამაშების განრიგი:
6 ნოემბერი საბერძნეთი – საქართველო
10 ნოემბერი საქართველო – ისლანდია
12-13 მარტი საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა
15-16 მარტი ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
7-8 მაისი საქართველო – საბერძნეთი
10-11 მაისი ისლანდია – საქართველო
საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (დანია, ნორვეგია, შვედეთი) 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.