პეგასმა გორი მესამედაც დაამარცხა
ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სათამაშო 4 ტური დარჩა. რეგულარული სეზონი 20 აპრილს დასრულდება, დღეს კი პეგასმა სეზონში მესამედაც მოუგო გორს, 34-30 და თითქმის გაინაღდა მეოთხე ადგილი და პლეიოფში თამაშის უფლება. თელავის იმედმა 45-33 სძლია სტუ-ქარიშხალა და ლიდერს, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
გორის გუნდი, თელავთან სენსაციური მოგების შემდეგ პეგასს 2 ქულით ჩამორჩებოდა, მოგების შემთხვევაში ეწეოდა და ყველაფერი ბოლო 4 მატჩს უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ პეგასი თავიდანვე 5-0 დაწინაურდა და მოგება ეჭვქვეშ აღარ დაუყენებია – ერთადერთი, თამაშის ბოლოს, მეტოქემ ათბურთიანი სხვაობა ოთხამდე დაიყვანა. 34-30 – რაც იმის მაუწყებელია, რომ პეგასი პირველად უნდა მოხვდეს ფინალურ ოთხეულში – სხვაობა 4 ქულაა და თბილისელებს გორთან სამივე მატჩი მოგებული აქვთ. შესაბამისად, დარჩენილი 4 თამაშიდამ გორმა ყველაც რომ მოიგოს, პეგასს ორი აუტსაიდერის, წყალტუბოსა და სამტრედიას დამარცხებაც ეყოფა მეოთხე ადგილზე დასარჩენად.
თელავის იმედმა 45-33 მოუგო სტუ-ქარიშხალას, ისე, რომ, გოლი ორი მეკარის გარდა ყველა მოთამაშემ გაიტანა. ჩემპიონმა 2 ქულით გაასწრო მესამე ადგილზე მყოფ ქუთაისს და ქულამდე დაუახლოვდა ბათუმს.
რეგულარული სეზონი დასრულდება 17-20 აპრილს, მესამე წრის საერთო ტურით, რის შემდეგაც სეზონი მაისში, ფინალური ოთხეულით დასრულდება.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
მესამე წრე, აღმოსავლეთი. მე-15-17 მატჩები. არენა 2, 27-29 მარტი
29 მარტი. გორი – პეგასი 30-34
გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – გაგლოშვილი 13, ანტონოვიჩი 4, ახალბედაშვილი 4, ნიაზაშვილი 4, ზუბიაშვილი 4, შემშენოვი 1, დალაქიშვილი, ზოზიაშვილი, ტერუნაშვილი
პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე – კუხალაშვილი 9, კალანდაძე 8, ზარნაძე 7, გოგავა 5, ლაპიაშვილი 3, ბაძაღუა 1, ქათამაძე 1, დ. ჟვანია, გვაზავა, ჭანტურია, კაკაბაძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
სტუ-ქარიშხალა – იმედი თელავი 33-45
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი -ჯინჭარაძე 12, ჩიკვილაძე 9, ასაბაშვილი 5, თიგიშვილი 4, მამულაშვილი 2, ბარკალაია 1
თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მიქავა 6, გიორგაძე 5, კორსანტია 5, ერისთავი 5, აბჟანდაძე 4, ყორიაული 3, ალანია 3, გულდედავა 3, ბერაძე 3, დოლმაზაშვილი 3, ცისკარიშვილი 2, ბაინაზიშვილი 2, იობაშვილი 1
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი
დელეგატები: ლ. გელაშვილი, მ. ჩიხლაძე, ვ. ბერიაშვილი
————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ
BSB ბათუმი——–17–14—2—1–631-474–30
იმედი თელავი—-17–14—1—2–586-474–29
ქუთაისი————17–13—1—3–623-488–27
პეგასი—————17–10—0—7–621-584–20
გორი—————-17—8—0—9–570-617–16
სტუ-ქარიშხალა—17—4—0–13–522-559—8
წყალტუბო———17—2—0–15–487-644—4
სამტრედია———17—1—0–16–443-643—2
17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები
ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი