პეგასი-შევარდენი ვაჟთა ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

10-11 მაისს დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2008-09 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის. 10 მაისს გაიმართა ნახევარფინალები, სადაც პეგასი-შევარდენმა დაამარცხა ყვარელი (40-27), ხოლო ქარიშხალამ მოუგო ბსბ-ს (33-31).

მესამე ადგილის მატჩში ერთმანეთს ყვარელი და ბსბ დაუპირისპირდნენ, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ყვარელმა ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა ბათუმელები (27-25). ფინალში კი ერთმანეთს პეგასი-შევარდენი და ქარიშხალა ხვდებოდნენ, რომლის პირველი ტაიმის შემდეგ პეგასი-შევარდენი 5 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდა მეტოქეს. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და მატჩი ფრედ დასრულდა (33-33). რეგულაციების თანახმად დაინიშნა 7-მეტრიანი ტყორცნები, რომელიც ქარიშხალამ 4-3 დათმო და მეორე ადგილი დაიკავა (საბოლოო ანგარიში 37-36).

საბოლოო მდგომარეობა:

🥇 პეგასი-შევარდენი (თბილისი)

🥈 ქარიშხალა (თბილისი)

🥉 ყვარელი

ხუთშაბათი-პარასკევს გაიმართება ამავე წლოვანების ოთხთა ფინალი გოგონებს შორის, სადაც გაირკვევა ჩემპიონატის პრიზიორები.

#იცხოვრეხელბურთით#იყავიმონდომებული#georgianhandball#boys2008x09#season2023x2024#boys

Leave a Reply