პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა…
ჭაბუკ ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატზე დასრულდა პირველი ეტაპი და გამოვლინდა ფინალური ტურნირის 8 მონაწილე: პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა, თელავი, სამტრედია, BSB ბათუმი, აჭარა და ფოთი. შეჯიბრება 23-27 მაისს გაიმართება.
ბოლო დღეს რეგიონული პირველობა დაასრულეს აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებმა. აქ პეგასს დიდი ხნის წინ ჰქონდა განაღდებული აღმოსავლეთის ჩემპიონობა. ბოლო დღეს უნდა გარკვეულიყო მეორე-მესამე პრიზიორთა ვინაობა: ქარიშხალა ქულით უსწრებდა ყვარელს, მაგრამ კონკურენტთან 16-22 დამარცხდა და მესამე ადგილზე დარჩა. თელავმა დაამარცხა რუსთავი, 26-24, ხოლო გორმა მოუგო ქარელს – 32-16. დასავლეთში ჩემპიონი გახდა სამტრედია, მეორეზე გავიდა ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, მესამეზე – აჭარა. ფინალის მეოთხე საგზური ფოთის ოქროს ვერძმა მოიპოვა.
ფინალურ ტურნირზე შეიქმნება ორი ოთხგუნდიანი ჯგუფი. ორ-ორი საუკეთესო საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს, მეორე ოთხეული კი მე-5-8 ადგილებითვის ითამაშებს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03
აღმოსავლეთი. არენა 2, 28 აპრილი
გორი-ქარელი 32-16
ყვარელი-ქარიშხალა 22-16
რუსთავი-თელავი 24-26
საბოლოო——თ—მ—-ფ—-წ——–ბ——–ქ
პეგასი——–18–18—0—0—568-223—36
ყვარელი—–18–13—1—4—367-317—27
ქარიშხალა—18–13—0—5—428-389—26
თელავი——18—7—1–10—378-424—15
რუსთავი—–18—5—0–13—334-458—10
გორი———18—4—0–14—293-405—-8
ქარელი——18—2—0–16—375-527—-4
დასავლეთი
საბოლოო——თ—მ—ფ—წ———ბ——–ქ
სამტრედია–15–11—3—1—348-252—25
BSB ბათუმი-15–11—2—2—367-296—24
აჭარა———15–10—0—5—403-327–20
ფოთი———15–5—1—9—319-336—11
ქუთაისი—–15—4—2—9—317-425—10
ხელვაჩაური-15—0—0–15–328-446—-0
ფინალური ტურნირი: 23-27 მაისი, თბილისი
პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა, თელავი, სამტრედია, BSB ბათუმი, აჭარა, ფოთი