პეგასი მეოთხეა, ბათუმი – მეორე

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე თბილისის პეგასმა დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი, 37-32, ხოლო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა – თელავის იმედი, 34-20. პირველი წრე 12 თებერვალს დასრულდება სპორტკომპლექს არენაში. 

 

ფოთელებმა პირველი ტაიმი მოუგეს პეგასს (18-16) და თითქმის თამაშის ბოლომდე გაუძალიანდნენ, მაგრამ მოკლე სკამმა მათ მეტის საშუალება არ მისცა. ტიტე კალანდაძემ პერსონალურად ააყვანინა ფოთელთა ლიდერი, გამზარდია, ხოლო როდესაც მეორე ტაიმში მეურვე ალანიასაც მიუჩინეს, ოქროს ვერძს მეტი რესურსი აღარ აღმოაჩნდა და ჩამორჩენა დაიწყო. საბოლოოდ, 37-32 მოიგო და პეგასმა მეოთხე ადგილი ჩამოართვა ქუთაისს.

იმედი, მეკარე ხარაიშვილის კარგი თამაშის წყალობით, პირველ ტაიმში ებრძოლა ბათუმს და მხოლოდ შესვენებისთვის ჩამორჩა (11-14), მაგრამ მეორე ნახევარში შავი ზღვის ბიჭებმა სხვაობა გაზარდეს, 34-20 მოიგეს და ცხრილში პირადი  მოგებით გადაასწრეს სამტრედიას, ხოლო თუ ხვალ პეგასის დამარცხება მოახერხეს, დაეწევიან სტუ-ს, მაგრამ ამავე მაჩვენებლით მეორე ადგილზე დარჩებიან. ხვალვე ძალიან პრინციპული მატჩი ექნებათ თელავსა და ფოთს – ორივეს მიზანი ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევა იქნება.

მეორე წრე მარტში დაიწყება, ხოლო იქამდე შეკრებაზე გადავა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც 8-10 აპრილს ევროპის ოცწლამდელთ ჩემპიონატის კვალიფიკაცია აქვს თბილისში, სერბეთის, ისრაელისა და საბერძნეთის წინააღმდეგ (ფინალურ ეტაპზე 1 გუნდი გადის). გუნდს ტურნირისთვის მოამზადებენ ირაკლი კეკელიძე და უკრაინელი მწვრთნელი ანდრეი პორტნოი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

11 თებერვალი, თბილისი, არენა

პეგასი – ოქროს ვერძი ფოთი 37-32

პეგ: ცინცაძე – ზარნაძე 11, აბჟანდაძე 7, ცხოვრებაძე 6, ბაძაღუა 5,  კოხრეიძე 4, დიხამინჯია 3, ლაპიაშვილი 1, გოგავა, კაჭკაჭაშვილი, ბულია

ფოთ: ცერცვაძე – ბიბილეიშვილი 10, ალანია 8, გამზარდია 5, მელქოშვილი 4, მიქაძე 3, ბაჯალაძე 2, ჟვანია, ნემსაია

იმედი თელავი – შავი ზღვის ბიჭები ბათუმი  20-34

თელ: ხარაიშვილი, ლორია – ზ. იობაშვილი 8, დოლმაზაშვილი 3, მიქავა 2, მ. მღებრიშვილი 2, გოგუა 2, ყორიაული 2, მელაშვილი 1, ვალიევი, ნარსია, ბაინაზიშვილი, აბაშიძე, თ. მღებრიშვილი

ბათ: ანდრიაძე, დავითაძე – აბრამიშვილი 7, სურმავა 5, წითელიშვილი 4, მაისურაძე 4, მაისაშვილი 4, გოგალაძე 3, ქარდავა 3, წივწივაძე 2, ყაველაშვილი 1, ბერძენიშვილი 1, კობახიძე

მსაჯები:ა. ნოვიკოვი, რ. პერეპელიცა (უკრ)

ტექნიკური დელეგატები: თ. თევზაძე, ლ. გელაშვილი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სტუ———–7—6—0—1—251-221-12

BSB ბათუმი–6—5—0—1—206-166-10

სამტრედია—7—5—0—2—272-223-10

პეგასი———6—4—0—2—201-204–8

ქუთაისი——7—4—0—3—239-246–8

ქარიშხალა—-7—2—0—5—254-269–4

თელავი——-6—0—0—6—161-193–0

ფოთი———6—0—0—6—208-270–0

12 თებერვალი, თბილისი, არენა

13:00 პეგასი-ბათუმი, 15:00 იმედი თელავი-ფოთი

Leave a Reply