პარი სენ სერმენი დაწინაურდა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში პარი სენ ჟერმენმა 33-28 დაამარცხა ვესპრემი და ჯგუფში ლიდერობა ჩამოართვა. ბარსელონამ და რაინ-ნეკარმა სეზონში მეორედ ითამაშეს ფრედ – 26-26. 

კაცები. 7 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-11-12-rewind-episode-07

ქალები. 5 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-11-12-rewind-women-episode-05

პარიზელთა შემასგლობაში 6 გოლით გამოირჩა 19 წლის ედუარ კემპფი, რომელიც აგვისტოში თბილისში, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა და ოქროს მედალთან ერთად საუკეთესო მარჯვენა გარემარბის ჯილდოც მოიპოვა. A და B ჯგუფებს, რომელთა მოგებაც პირდაპირ მეოთხდეფინალში თამაშის უფლებას იძლევა, ლიდერობენ 2017 წლის ჩემპიონი, სკოპიეს ვარდარი და პსჟ.

D ჯგუფში ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო მონპელიემ და ოფიციალურად გაინაღდა მერვედფინალში გამსვლელი პლეიოფის ერთი საგზური, რომელსაც C და D ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი იღებს.

ქალთა ტურნირზე ამ კვირაში ბოლო ტურია და გასარკვევია მეორე ჯგუფური ეტაპის სულ ორი მონაწილე. C ჯგუფში მონტენეგროს ბუდუჩნოსტი მასპინძლობს კონკურენტს, ნორვეგიის კრიტიანსანდს, რომელსაც სტუმრად მოგება სჭირდება. D ჯგუფში ნორვეგიის ლარვიკმა გერმანიაში მოუგო ტიურინგერს, ქულებით დაეწია და მესამე ადგილზე გასვლის შანსიც შეინარჩუნა – მით უფრო, რომ ტიურინგერი ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება ვარდარს – ერთადერთ გუნდს, რომელსაც ჯერ ქულები არ დაუკარგავს.  

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი

7 ტური, 8-12 ნოემბერი

A ჯგუფი: ვარდარი 13, რაინ-ნეკარი 11, ბარსელონა 10, ნანტი 9, სეგედი 7, კრისტიანსტადი 3, ზაგრები 2, ვისლა 1

კრისტიანსტადი (შვდ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 25-24

სეგედი (უნგ) – ნანტი (საფ) 30-33

ბალოგი 6 – ფალუვეგი, გურბინდო 6, ბურიჩი 4, ლაზაროვი 3

ზაგრები (ხორ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 23-29

მანდალინიჩი 6 – ჩუპიჩი 7, ბოროზანი 6 

ბარსელონა (ესპ) – რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) 26-26

მემი 8, ნგესანი 4 – რნიჩი 9, შმიდი 4

B ჯგუფი: პსჟ 12, ვესპრემი 11, ფლენზბურგი 10, კელცე 6, მეშკოვ ბრესტი 5, ცელიე 5, კილი 5, ოლბორგი 2

მეშკოვ ბრესტი (ბლრ) – ფლენზბურგი (გერ) 28-30

სტოიკოვიჩი 6 – ვანე 7, ზახრიასენი 6

ოლბორგი (დან) – კელცე (პოლ) 30-34

სმარასონი 8, იენსენი 7 – აგინაგალდე, იურეცკი 5

კილი (გერ) – ცელიე (სლნ) 26-29

ეკბერგი 6, ცაიცი 5 – მალუში 8, ვუიოვიჩი 5

პარი სენ-ჟერმენი (საფ) – ვესპრემი (უნგ) 33-28

ნ.კარაბატიჩი 8, კემპფი, საგოსენი 6 – გაიჩი, ტონესენი 5

AB: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: სკიერნი 10, ველენიე 8, ლეონი 8, ელვერუმი 8, შაფჰაუზენი 6, დინამო ბუკურეშტი 2

ელვერუმი (ნორ) – შაფჰაუზენი (შვც) 26-22

დინამო ბუკურეშტი (რუმ) – სკიერნი (დან)23-36

ლეონი (ესპ) – ველენიე (სლნ) 28-24

D ჯგუფი: მონპელიე 14, მოტორი 9, სპორტინგი 6, მეტალურგი 5, ბეშიქთაში 5, ჩეხოვსკიე მედვედი 3

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 30-30

სპორტინგი (პორ) – ბეშიქთაში (თურ) 34-27

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – მონპელიე (საფ) 21-27

CD: 1-2 ადგილები მერვედფინალში გასასვლელად ერთმანეთს ეთამაშებიან: C1-D2, D1-C2

8 ტური: 1619 ნოემბერი

ქალები. ჩემპიონთა ლიგა. პირველი ჯგუფური ეტაპი.

5 ტური. 10-12 ნოემბერი

A ჯგუფი: CSM ბუკურეშტი 8, ნიუკობინგი 6, კრიმ მერკატორი 6 – გდინია 0

გდინია (პოლ) – ნიუკობინგი (დან) 28-36

იანიშევსკა, კულვინსკა 6 – ი. ვესტბერგი 11

კრიმ მერკატორი (სლნ) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 30-33

ბენკო 7, სტანკო 6 – ნიაგუ 9, კურეა, გულდენი, კურტოვიჩი 5

B ჯგუფი: დიორი 8, როსტოვ-დონი 6, მიდტიულანდი 6 – ბრესტ-ბრეტონი 0

ბრესტ-ბრეტონი (საფ) – როსტოვ-დონი (რუს)23-29

გაიგერი 6 – მანაგაროვა 8, ბულატოვიჩი, როდრიგეს ბელო 5

მიდტიულანდი (დან) –  დიორი ეტო (უნგ) 24-27

ვ. კრისტიანსენი 11, ბურგორი 6 – მორკი 13, ოფტედალი 5

C ჯგუფი: ვარდარი 10, ფერენცვაროში 6, ტიურინგერი 2, ლარვიკი 2

ფერენცვაროში (უნგ) – ვარდარი (მკდ) 28-29

პენია 8 – პენეზიჩი 9, ცვიიჩი, ლაკრაბერი 5

ტიურინგერი (გერ) – ლარვიკი (ნორ) 22-25

ლუზუმოვა 7  – ე. კრისტენსენი 6

D ჯგუფი: მეცი 8, ბიტიგჰაიმი 6, ბუდუჩნოსტი 4, კრისტიანსანდი 2

კრისტიანსანდი (ნორ) – მეცი (საფ) 22-25

ჟ. კრისტიანსენი 6 – გროსი 7

ბიტიგჰაიმი (გერ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 27-21

ნაიძინავიჩუსი 10 – ლასლო 6, რაიჩევიჩი 4

1-3 ადგილები ერთმანეთში დაგროვილი ქულებით გადიან მეორე ჯგუფურ ეტაპზე

ბოლო ტური: 17-19 ნოემბერი

Leave a Reply